ბათუმი, მაიაკოვსკის ქ.№58
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 150
- თავისუფალი ადგილი
- 41
- სსსმ ლიმიტი
- 15
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 13
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი მაიაკოვსკის ქ. №56
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ - ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლის მისიაა შეუქმნას მოსწავლეებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას უსაფრთხო და მასტიმულირებელი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, მათში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. თითოეულ მოსწავლეში (მათი საჭიროებების გათვალისწინებით) იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ გარემოში მათ ადაპტაციას. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმაციულ-ტექნიკური საშუალებების აქტიურად გამოყენება და თანამედროვე მეთოდებით სწავლება არის სკოლის უპირველესი პრიორიტეტი. თითოეული მოსწავლე სრულუფლებიანი ინდივიდია, ჩვენს სკოლაში დაცულია ყველა მათგანის პიროვნული თავისუფლება. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ არა მხოლოდ მაღალაკადემიურ მაჩვენებელს, არამედ გამოიმუშავონ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ჩვენ მივისწრაფით: გავხდეთ ბათუმის ერთ-ერთი წამყვანი სკოლა, რომლის თითოეული კურსდამთავრებული ღირსეულ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში; რომელიც მოახერხებს წარმატებით ინტეგრირებას ევროპულ და საერთაშორისო სივრცეში და სულ მცირე წვლილს მაინც შეიტანს ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.