თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, თემქის მე-3 მ/რ, მე-5 კვარტალი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 11
- სსსმ ლიმიტი
- 10
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, თემქის მე-3 მ/რ, მე-5 კვარტალი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
საჯარო სკოლის ამჟამად მოქმედი მისიაა შექმნას მოზარდთა ინტელექტუალური და ფიზიკური აღზრდისთვის საჭირო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, აღზარდოს სახელმწიფოებრივად და შემეცნებითად მოაზროვნე ახალგაზრდა, რომელიც მუდმივად იზრუნებს აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ხელს შეუწყობს პროექტული სწავლების დანერგვასა და ინკლუზიურ განათლებას. სკოლის ხედვა სკოლა, გამომდინარე იქიდან, რომ აცნობიერებს განათლებაში მიმდინარე რეფორმებისა და საერთაშორისო გამოწვევების ფაქტორს, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისამდე მიზნობრივი კვლევისსახით შეიმუშავებს სკოლის იდენტობის გამომხატვახალ მისიასა და ხედვას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთსსკოლის ინდივიდუალურობას და თავისებურებას. კვლევაში ჩართული იქნება, სასკოლო საზოგადოების გარდა, მშობლები,თემის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები. კვლევის ანალიზის შედეგად, სასკოლო საზოგადოება 2023-2024სასწავლო წლის დასაწყისისთვის, განახორციელებს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი სკოლის მისიისა და ხედვის ჩამოყალიბებას. ჩვენი სკოლის ღირებულებებია: ➢უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ სოციო კულტურულ სივრცე ➢ ინოვაციურობა ➢ დემოკრატიულობა ➢ გუნდურობა ➢ ადამიანის უფლებათა და ღირსების დაცვაზე ორიენტირებულობა ➢ განვითარებაზე ორიენტირებულობა ➢ კეთილსინდისიერება ➢ გამჭვირვალობა და ღიაობა ➢ სკოლაში დასაქმებულ პირთა მუდმივი განვითარება და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ➢ შესაძლებლობების რეალიზება; ➢ სკოლაში დასაქმებულ პირთა მუდმივი განვითარება და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ➢ შესაძლებლობების რეალიზება;
სსიპ-ქალაქ თბილისის N159 საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. სამეურვეო საბჭო 2. დირექცია 3. დირექტორი 4. დირექტორის მოადგილე 5. ბუღალტერი 6. დისციპლინური კომიტეტი 7. პედაგოგიური საბჭო 8. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 9. საგნობრივი კათედრები 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა 11.უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო 12. საშტატო ნუსხა ადმინისტრაცია 13. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 14. საქმისმწარმოებელი 15. ბიბლიოთეკარი 16. საინფორმაციო მენეჯერი 17. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი 18. სკოლის ექიმი 19. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მასწავლებელი 20. სამუშაოს აღწერილობის დოკუმენტი
სკოლას აქვს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს; 2. სტრატეგიული გეგმა არის შვიდწლიანი, ციკლური და ეფუძნება სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს (ფილოსოფიას). ის შეიცავს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს; 3. სამოქმედო გეგმა არის ერთწლიანი. ის ეფუძნება სკოლის სტრატეგიულ გეგმას და სკოლის ყოველწლიურ თვითშეფასებას; 4. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია. ინდიკატორის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი: 1. სკოლას აქვს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს. კერძოდ, სკოლას აქვს სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია, რომელიც წარმოადგენს გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტს და აღწერს სკოლის სამომავლო განვითარებისპრიორიტეტებსა და საქმიანობებს. იგი მოიცავს გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგიული პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესოპრაქტიკის გამოყენებით, სკოლამ შეიმუშავა მეთოდოლოგია, რომლის მთავარ ორიენტირად განისაზღვრა მაქსიმალური ჩართულობა.სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი მოიცავს ხუთ ძირითად ეტაპს: ინფორმაციის შეგროვება ანალიზი, მისიის ხედვისა და მიზნები გადახედვა, დახვეწა, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ფორმირება, სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი. ამ წესში აღწერილია პრინციპები, მეთოდები და პროცედურები, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება სკოლისათვის გრძელვადიანი სტრატეგიულიგანვითარებისდამოკლევადიანიერთწლიანისამოქმედოგეგმებისშემუშავება.სკოლას აქვს საკუთარი სტრატეგიულიგანვითარების ხედვა. აღნიშნულს ასახვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სრულადგანსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების თემის და სხვა სფეროში ჩართულ მხარეთა პრიორიტეტების, ინტერესების გათვალისწინების მექანიზმებს. სკოლას 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის შემუშავებული ექნება სკოლის განვითარების შვიდწლიანი გეგმა,გეგმისთვის პრიორიტეტული საკითხების კვლევას ჩაატარებს 2023 წლის აპრილსა და მაისში სპეციალურად შექმნილი ელ. გამოკითხვისფორმით, ასევე ანკეტირებით, ინტერვიუებით. კვლევა საშუალებას მოგვცემს გამოვკვეთოთ სკოლის განვითარების შორეული პერსპექტივაცდა შევქმნათ შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც იქნება სკოლის განვითარებისკენ მიმართული.2. სკოლის შვიდწლიანი სამოქმედო გეგმა სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან იქნებაგამომდინარე და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას დაისახავს მიზნად. შვიდწლიანი განვითარების გეგმა უნდა მოიცავდეს სკოლისთვის პრიორიტეტულ შემდეგ საკითხებს: სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზის გაუმჯობესება, თანამშრომელთა პროფესიულიგანვითარება, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობისხვა საშუალებებით, უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა/შენარჩუნება და სხვა. 3. სკოლაში შემუშავებულია ერთწლიანი სამოქმედო იგი მოიცავს სკოლის ფუნქციონირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებასა დასკოლის ორგანიზაციულ განვითარებას, სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას, მშობელთა მუდმივ ჩართულობასსასწავლო პროცესში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურისდამკვიდრება, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასა და სკოლის კომპიუტერიზაციას, სკოლის მატერიალური ბაზის სრულყოფასგანვითარებასა და აღჭურვას. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურების სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით, უსაფრთხო დაორგანიზებული გარემოს შექმნით, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიებასა და გამოყენებას. ის ეფუძვნება სკოლის ყოველწლიურ თვითშეფასებას. 4. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია. გეგმა ითვალისწინებს კონკრეტულ აქტივობებს, დასახული მიზნების მიღწევის ლოგიკური თანმიმდევრობას, ახდენს შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს განხორციელების ვადებს.ერთწლიანი გეგმით აგრეთვე განსაზღცრულია სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა. მიმდინარე პერიოდისთვის სკოლას შესრულებული აქვს ერთწლიანი გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი აქტივობა, ზოგიერთი კი შესრულების პროცესშია.
სსიპ ქალაქ თბილისის N159 საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა; დანართი N18 სსიპ ქალაქ თბილისის N159 საჯარო სკოლის 2022 წლის 07 სექტემბრის პედსაბჭოს ოქმი 1.2.2. სკოლაში მოქმედებს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა 1. სკოლის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია მოიცავს მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებს; 2. მეთოდოლოგიის შესაბამისად, სკოლა ახორციელებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას, მათ შორის სასკოლო საზოგადოებისა და სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის გათვალისწინებით; 3. სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების განხორციელების შედეგები საჯაროა; 4. სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები გამოიყენება სკოლის შემდგომი განვითარებისთვის. ინდიკატორის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი: 1. სკოლის სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, ისევე როგორც ყველა პროცესი, რა თქმა უნდა, მოიცავს მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმს, რომელიც უნდა იყოს ეფექტური და მოქნილი. სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგიული დაგეგმვის მექანიზმი, რომელიც გაწერილია სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის სამოქმედო ერთწლიან გეგმაში. 2. სკოლაში არსებული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება მეთოდოლოგიის შესაბამისად, წელიწადში ორჯერ პედაგოგიური საბჭოს ფორმატში, აგრეთვე კალენდარული წლის ბოლოს დირექტორის ანგარიშში სასწავლო და ფინანსური საქმიანობის შესახებ, მრჩეველთა საბჭოს, კათედრების, დამრიგებელთა და მასწავლებელთაანგარიშებში. სკოლა 2022-2023სასწავლო წლის ბოლოს განახორციელებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგსა დაშეფასებას, მათ შორის სასკოლო საზოგადოებისა და სისტემის სხვა დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის, მიზნობრივი კვლევის ანალიზის გათვალისწინებით. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს სკოლა შეადგენს SWOT ანალიზს, რომლის მეშვეობითაც მოხდება სკოლის შესაძლებლობებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივების გამოვლენა. ასევე, ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო გარემოებების შესწავლა. SWOT ანალიზის საფუძველზე განხორციელდება მომდევნო სასწავლო წლის ერთწლიანი დშვიდწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება.3. სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების განხორციელების შედეგების დოკუმენტირებული ფორმატით საჯაროობისშესახებ სკოლას ჯერჯერობით არ აქვს გამოცდილება, საჯარო ხდებოდა მხოლოდსხვადასხვააქტივობების შინაარსობრივი მხარე ,მიზნები და შედეგები, აგრეთვე აუდიო-ფოტო მასალა (რა თქმა უნდა მშობელთა თანხმობის საფუძველზე) თუმცა, ვფიქრობთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლიდან წახალისდეს, ჩვევად დამკვიდრდეს მსგავსი დოკუმენტ-ანგარიშების საჯაროობა, მით უმეტეს, ასეთი დოკუმენტები არ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. სკოლას აქვს სოციალური ქსელი სადაც უზრუნველყოფს 2023-2024 სასწავლო წლიდან სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფას, ხოლო, როცა შეიქმნება სკოლის ვებ-გვერდი, რა თქმა უნდა , სკოლა იქაც განათავსებს ყველა საჭირო ტიპის ინფორმაციას, რათა მეტად გამჭირვალე და ანგარიშვალდებული გახდეს სკოლა სასკოლო საზოგადოებისა და თემის წინაშე. 4. სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგების ანალიზი, რა თქმა უნდა მეტად მნიშვნელოვანია,როგორც განვლილი პერიოდის პროცესების შეფასება-გაანალიზებაში, აგრეთვე სკოლის შემდგომი განვითარებისთვის, შედეგებისსაფუძველზე შემუშავდება ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც გვაძლევს საშუალებას უფრო ეფექტური გავხადოთ სასწავლო პროცესი, თუ მისი თანმხლები პროცესები
1. წინამდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N159 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, 3 შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 12. დისციპლინური დევნა 1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. 2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. 7 3. დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან. 4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. დაუშვებელია ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. 5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს პირს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. 6. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. 7. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც პირმა ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზიანს აყენებს სკოლის .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 11 თებერვლის N13/ნN29 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის’’ თანახმად, eSchool.emis.ge-ის მონაცემთა ბაზაში ფიქსირებული მონაცემების მიხედვით, სკოლას ვაუჩერი ერიცხება 3 ეტაპად: 25 სექტემბრის მდგომარეობით - 01 ოქტომბრიდან 01 თებერვლამდე პერიოდზე; 25 იანვრის მდგომარეობით - 01 თებერვლიდან 01 ივნისამდე პერიოდზე; 10 მაისის მდგომარეობით - 01 ივნისიდან 01 ოქტომბრამდე პერიოდზე. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს.