რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ბათუმის №13 საჯარო სკოლა

აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი მამია ვარშანიძის ქუჩა №53

რეესტრის კოდი#293
მოსწავლე489
მასწავლებელი34
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ირმა ჯანიაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
23/09/2025
ავტორიზაციის დასრულება
23/09/2034
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. ბათუმი მ. ვარშანიძის (მთის ძირის) ქ. №43

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
0
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სკოლის ხედვა სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე აქტიური თაობების აღზრდას. თაოებები, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ. სკოლის მიზანია განახორციელოს ისეთი აკადემიური პროგრამა, რომელიც მოსწავლეს: • აღუძრავს სწავლის სურვილს, განუვითარებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარებს; • ჩამოუყალიბებს სამართლიან და ეთიკურ ქცევას, განსხვავებული აზრისა და შეხედულებების პატივისცემის უნარებს; • მიაჩვევს ორგანიზებულობას, განუვითარებს პასუხისმეგბლობის გრძნობას, საკუთარი ძალებისა და შესაძლებელობების რწმენას; • გაააზრებინებს ჯანსაღი წესით ცხოვრებისა და ფიზიკური აქტივობის აუცილებლობას, შთაუნერგავს ცხოვრებისა და ბუნების სიყვარულს; • მისცემს შესაძლებლობას, ფეხი აუბას ახალ გამოწვევებს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტემპს; ასწავლის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაფასებას; შეაძლებინებს საკუთარი ცოდნისა და ინტერესების უწყვეტ განვითარებას და მათ მაქსიმალურ რეალიზებას, როგორც ქვეყნის შიგნით,ისე საზღვრებს გარეთ. სკოლის მისია სსიპ-ქალაქ ბათუმის N13საჯარო სკოლა სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ზრუნავს აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, პრინციპების, ტრადიციების დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მომავალი თაობა. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა ინიციატივებისა და დამოუკიდებელი სწავლების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებას. სკოლა უზრუნველყოფს მატერიალურ, ფინანსური და ადამიანური რესურსების ეფექტიან გამოყენებას დასახული მიზნების მისაღწევად, ზრუნავს პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ღირებულებები სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოებამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • მიუკერძოებლობა; • ერთგულება; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდურად მუშაობა.

დოკუმენტები

1.მისია,ხედვა,ღირებულებები.docx02/04/2024 12:27:45 · 0.78 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ - ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლის სტრუქტურა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.docx02/04/2024 12:31:27 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • სკოლის მიზნები სკოლის მიზანია: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება. SWOT - ანალიზი იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს. S (ძლიერი მხარე) W (სუსტი მხარე) • პოზიტიური, წამახალისებელი გარემო; • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო; • თანამშრომლობითი სასწავლო გარემო; • მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა; • გამწვანებული დიდი ეზო; • სასკოლო კულტურა;• • არასრულყოფილი ინკლუზიური გარემო; • აკადემიური პერსონალის მხრიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე; • გაცდენის შემთხვევაში, ჩამნაცვლებელი მასწავლებლების არარსებობა; • სასკოლო ცხოვრებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მშობელთა დაბალი დაინტერესება და ჩართულობა; • სკოლის დამატებითი სერვისების სიმწირე; • დაბალი ანაზღაურებიდან გამომდინარე, სკოლაში არსებულ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პოზიციებზე კვალიფიციური კადრების დასაქმების დაინტერესების ნაკლებობა; • საკმარისი ბიუჯეტის არარსებობის გამო ადმინისტრაციული/აკადემიური კადრებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო სერვისების სიმცირე; O (შესაძლებლობები) T (საფრთხე) • დამატებითი შემოსავლების მოზიდვა/მოძიება; • დამატებითი სერვისების განვითარება; • სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება; • მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდა; • მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით დანერგვა; • ადამიანური რესურსის კვალიფიკაც

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.docx02/04/2024 12:32:50 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx02/04/2024 12:36:42 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები7 დამატებითი მასალა

სკოლაში შექმნილია პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები: 1.ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება; 2.მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა; 3.კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია; 4.ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა; 5.სკოლის ადამიანური რესურსების მართვა; 6.სკოლის უსაფრთხოების მართვის პოლიტიკა;

დოკუმენტები

სკოლის უსაფრთხოების მართვის პოლიტიკა.doc02/04/2024 12:40:17 · 0.08 MB
ადამიანური რესურსი მართვის პოლიტიკა.docx02/04/2024 12:40:17 · 0.05 MB
11. 2023-2024 წლის ანგარიში.pdf03/07/2025 17:55:28 · 0.74 MB
შინაგანაწესი (2024-2025).doc03/07/2025 17:55:28 · 0.27 MB
განცხადებისა და საჩივრის წარდგენის წესი.pdf03/07/2025 17:55:28 · 0.12 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა - 2024-2025.pdf03/07/2025 17:55:28 · 0.65 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

. სკოლა ვალდებულია სასკოლო დროს, სკოლის ტერიტორიაზე შექმნას სსიპ ქ.ბათუმის N 13 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო. 2. სკოლაში უსაფრთხოების დაცვის პროცედურები და მექანიზმები განისაზღვრება და რეგულირდება “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

დოკუმენტები

უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო 2023.doc01/04/2024 13:14:16 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა
ფინანსები1 დამატებითი მასალა