ქ. ბათუმი წერეთლის ქ. №42
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 29
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი წერეთლის ქ. №42
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სასკოლო საზოგადოების სრული ჩართულობით აღვზარდოთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი, პატრიოტი, კრიტიკულად მოაზროვნე, პასუხისმგებლობით აღსავსე, ტოლერანტი, შემოქმედი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის შემძლე მოქალაქე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში შეძლებს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზებას. ხედვა სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის N11 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული , ერთგულება და პასუხიმგებლობა; ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე, ვართ შედეგზე ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა, აზრის პატივისცემა და მიუკერძოებლობა; ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს, ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას;