თბილისი, ძველი თბილისი, ლ. ასათიანის ქ. №50
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 34
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ლ. ასათიანის ქ. №5
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
1. მისია - სკოლის მისიაა თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა. სწავლების პროცესთან ინტეგრირება, ნებელობის, თანდაყოლილი ნიჭის გამოვლენა და განვითარება, სამყაროსადმი დამოკიდებულების განსაზღვრა. დადებითი და უარყოფითი ეტალონებისადმი ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. პრობლემური, კონფლიქტური სიტუაციებიდან ურთიერთსაწინააღმდეგო გამოსავალი გზების თავისუფალი არჩევანის განპირობება. თავისუფალი არჩევანისაკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, იმავდროულად, აღსაზრდელის პიროვნული დამკვიდრებისაკენ გადადგმული ნაბიჯიც არის. აქტიური სოციალური და სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. სკოლის მისია ითვალისწინებს აღსაზრდელისათვის მატერიალური და სულიერი ფასეულობების ობიექტურ და გამოწვლილვით მიწოდებასა და ანალიზს. სულიერი ფასეულობები: კულტურა, მეცნიერება, ადამიანი. ადამიანი-ადამიანი. ადამიანი-სამყარო; მატერიალური ფასეულობები: პოლიტიკური, სოციალური სისტემების ისტორიის გამოცდილების გათავისების საფუძველზე, საკუთარი ადგილის პოვნა სამყაროში ანუ პიროვნების სოციალიზება. საზოგადოების ფართო დემოკრატიზება მოითხოვს საგანმანათლებო დაწესებულების მმართველობის ყველაზე დემოკრატიულ ფორმებზე გადასვლას. სკოლის მუშაობის ამ პროცესში ინტეგრირებული უნდა იყოს თითოეული მოსწავლე. ხედვა- აღსაზრდელის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, გარდა სკოლისა მონაწილეობს გარემო, ოჯახი. აქედან გამომდინარე, სასკოლო მუშაობა უშუალოდ არის დაკავშირებული ამ სფეროსთან. მოსწავლე - გარემო. მოსწავლისა და გარემოს ურთიერთობის პროცესში, წამოჭრილი კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების აუცილებლობა. არსებული რთული რეალობიდან გამომდინარე, აღსაზრდელის გარემოსთან ადაპტირების ორგანიზება. მოსწავლე - ოჯახი. თითოეული აღსაზრდელის საოჯახო პირობების დაზუსტება. ოჯახის პედაგოგიზება. მოსწავლის, მშობლების და პედაგოგების ურთიერთობის რეგულირება. 2. ღირებულებები - სასკოლო სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია ეკოლოგიური განათლება, რომელიც მოიაზრება არა როგორც გარემოს დაცვის მექანიზმის შესწავლა, არამედ ეკოლოგიურ სივცეში აღსაზრდელისთვის უმნიშვნელოვანესი ორიენტირის მითითება.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები შემდეგი მიმართულებით 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება 2. ადამიანური რესურსის განვითარება 3. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება 4. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა 5. სასკოლო საზოგადოების ჩართულობა 6. მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება 7. ორგანიზაციული განვითარება
სსიპ - ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N43 საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ - ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N43 საჯარო სკოლა (შემდგომში „სკოლა“) დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი (შემდგომში - წესი), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში საჩივრის/განცხადების მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი 3.1 სკოლაში საჩივრის/განცხადების წარდგენა შესაძლებელია პირადად, ფოსტით ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • ორგანიზაციის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); • მოთხოვნას; • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში); • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; • განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 4.1 განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/ორგანო, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელით და ხელმოწერით. 4.3 განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სკოლამ შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
სსიპ - ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N43 საჯარო სკოლა მდებარეობს ქ. თბილისი ლადო ასათიანის ქუჩა N50.