რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის №75 საჯარო სკოლა

თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, გრიშაშვილის ქ. №54

რეესტრის კოდი#274
მოსწავლე258
მასწავლებელი25
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო გრემელაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ძველი თბილისი, გრიშაშვილის ქ. №54

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
65
თავისუფალი ადგილი
52
სსსმ ლიმიტი
7
სსსმ თავისუფალი ადგილი
7
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის N75 საჯარო სკოლის მისია სკოლის მისიაა აღზარდოს წიგნიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული, კომუნიკაბელური, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი პიროვნება, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში და საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. სკოლის ძირითად პრინციპია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში პატრიოტიზმის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, თავისუფალი აზროვნების განვითარებას, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას და მოსწავლეების აღჭურვას ცოდნით, რომელსაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის. სკოლის მისია საფეხურების მიხედვით დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა: საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის N75 საჯარო სკოლა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf19/12/2023 13:32:36 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

მიმდინარეობს მუშაობა სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შექმნის შესახებ.

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2025-2032-75.docx06/02/2026 18:45:45 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-23-24.pdf19/12/2023 13:33:57 · 0.17 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx06/02/2026 18:49:41 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები3 დამატებითი მასალა

სასკოლო-სასწავლო გეგმა

დოკუმენტები

ინკლუზიური განათლება.pdf29/03/2024 15:47:37 · 17.12 MB
მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგია.pdf29/03/2024 15:47:39 · 11.08 MB
სასკოლო- სასწავლო გეგმა 25-26წწ.docx04/05/2026 07:43:32 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

. წინამდებარე სსიპ 300 არაგველის სახელობის ქალაქ თბილისის N75 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი.

დოკუმენტები

შინაგანაწესი-.pdf19/12/2023 13:40:25 · 0.24 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

ინფრასტრუქტურა

ფინანსები3 დამატებითი მასალა

ფინანსური ანგარიში.

დოკუმენტები

ფინანსური ანგარიში.pdf29/03/2024 15:22:18 · 3.77 MB
ფინანსური ანგარიში.2024ახალი - Copy - Copy.doc02/04/2025 15:56:08 · 0.07 MB
ფინანსური ანგარიში.2025ახალი - Copy - Copy.pdf28/01/2026 12:36:05 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე