თბილისი, ისანი-სამგორი, ორთაჭალის I ჩიხი N 5
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 0
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ორთაჭალის I ჩიხი, N5.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია მისია სკოლა მოწოდებულია აღზარდოს განათლებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე ღირსეული მოქალაქე. სკოლა ქმნის უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, თანამშრომლობით გარემოს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და მათი აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად. სკოლაში მოსწავლეებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობა ხარისხიანი განათლების მისაღებად. ხედვა: სსიპ-ქალაქ თბილისის N 144 საჯარო სკოლა გახდეს კონკურენტუნარიანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლის კურსდამთავრებულები ფლობდნენ საუკეთესო ცოდნასა და უნარებს, რომელიც დაეხმარება მათ დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში და მიაღწიონ წარმატებას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. ღირებულებები: განცხადებული მისიის და ხედვის გათვალისწინებით სასკოლო საზოგადოება საკუთარ საქმიანობას წარმართავს თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრების გზით და შემდეგი მიდგომებით: სკოლა ნერგავს ახალ ინოვაციურ მიდგომებს სწავლა-სწავლების მიმართულებით და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე; სკოლა ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების და თემის ჩართულობას, ითვალისწინებს ინტერესებს , აფასებს ინიციატივებს; სკოლის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; სკოლაში დამკვიდრებულია მუშაობის გუნდური და თანამშრომლობითი პრინციპები; ყველა თანამშრომელი იცავს სკოლის ღირსებას საკუთარი საქმიანობის ჭრილში; ჩვენი დევიზია- სკოლის თითოეული მოსწავლის წარმატება-სკოლის წარმატებაა.
სტრუქტურა მიბმულია დოკუმენტების სახით
გახანგრძლივებული ფასიანი წრე, ცეკვის წრე
დოკუმენტი მიბმულია ვორდის ფაილით
სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, სკოლაში არის საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრის, დირექტორის, ექიმის, ტექნოლოგიების ოთახები. საბუნებისმეტყველო კათედრის ლაბორატორია. ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი. სპორტული დარბაზი გასახდელებით, სპორტული მოედანი. საპირფარეშო ოთხივე სართულზე მათ შორის ერთი ადაპტირებული საპირფარეშო. შენობას აქვს პანდუსი. სკოლაში არის ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლის წყლით მომარაგება ხდება წყლის ცენტრალური მაგისტრალიდა. სკოლაში ფუნქციონირებს სასადილო.
სსიპ - ქალაქ თბილისის N144 საჯარო სკოლის 2023 წლის 6 თვის პროექტი 2023 წლის ივლისისთვის ნაშთი შეადგენს 4944,30 ლარს სულ 6 თვის შემოსავალი -400711 ლარი საბიუჯეტო შემოსავალი-378287 ლარი მათ შორის : ვაუჩერული დაფინანსება-184916 ლარი დამატებითი დაფინანსება-4137 ლარი სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი-171930ლარი სპეც მასწავლებლების დანამატი-4866 ლარი სსმ მოსწავლის დაფინასება-8400 ლარი ექიმის შრომის ანაზღაურებისათვის დაფინანსება-4038 ლარი ეკონომიკური შემოსავალი-20319 ლარი ხარჯები: -401573 ლარი შრომის ანაზღაურება-334912 ლარი მათ შორის: პედაგოგების შრომის ანაზღაურება-130457 ლარი სერთიფიცირების დანამატი-175913 ლარი ადმინისტრაცია დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება-27330 ლარი შტატგარეშეების შრომის ანაზღაურება-21168 ლარი წრის მასწავლებლის ხელფასი-13200 ოფისის ხარჯი-25814 ლარი კომუნალური გადასახადი-23922 ლარი ტერიტორიის დასუფთავება-1421 ლარი შენობა ნაგებობის დაცვის ხარჯი-430 ლარი საპენსიო გადასახადი 2%-1982 ლარი სარეცხი საწმენდი საშუალებები-1730ლარი ოფისისათვის საჭირო საგნები და მასალები-0 ლარი საკანცელარიო საქონელი-0 ლარი საფოსტო საკურიერო-88 ლარი საბანკო მომსახურება-205 ლარი სხვა ხარჯი-4671 ლარი