თბილისი, ისანი-სამგორი, ქ. თბილისი, ვაზისუბნის დასახ., მე-4 მ/რ, პირველი კვარტალი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 150
- თავისუფალი ადგილი
- 50
- სსსმ ლიმიტი
- 16
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 15
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ქ. თბილისი, ვაზისუბნის დასახ., მე-4 მ/რ, პირველი კვარტალი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ თბილისის N172 საჯარო სკოლის მისიაა, მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა-განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ განათლებულ, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებებზე მზრუნველ, გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ, ტექნოლოგიური და სხვა ინტელექტუალური მიღწევების გამომყენებელ დამოუკიდებელ, თავისუფალ მოქალაქედ. სკოლის ხედვა სკოლა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად. ჩვენ ვიზრუნებთ ცოდნითა და უნარებით შეიარაღებულ კომპეტენტურ, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2030 წლისთვის იქნება მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე და თავისი საქმიანობით შექმნის ინტელექტუალურ კაპიტალს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ღირებულებები სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და ღირებულებებით: 1.გუნდურობა 2.პროფესიონალიზმი 3.მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის N172 საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სსიპ ქალაქ თბილისის N172 საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030 სასწავლო წლის) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, კონკურენტებისა და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2023-2030 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობისა სტრატეგია, მიზნების განხორციელებისთვის დასახულ ამოცანების და მათი შესრულების მექანიზმებს; სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია მონიტორინგის და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე.

2025-26 სასწავლო წლის ანგარიში
სსიპ ქალაქ თბილისის N172 საჯარო სკოლის ჩარჩო რეგულაციის დოკუმენტი წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ადმინისტრირების მექანიზმის ხელშეწყობას მოსწავლეთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის მიზანს წარმოადგენს, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, მისი ღირსების დაცვა, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების განვითარებისა და მისთვის საუკეთესო ინტერესების დაცვა/რეალიზება. მნიშვნელოვანია მოსწავლეების მიმართ თანასწორუფლებიანობის დაცვა დისკრიმინაციის გარეშე.
სსიპ ქალაქ თბილისის N172 საჯარო სკოლას აქვს შემუშავებული შინაგანაწესი, რითაც რეგულირდება მოსწავლეთაა და სასკოლო საზოგადოების ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები