თბილისი, ძველი თბილისი, გუთნის ქ. №6
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 35
- თავისუფალი ადგილი
- 32
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 12
თბილისი · ძველი თბილისი · ქ. თბილისი, გუთნის ქუჩა №2
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ თბილისი 202_ე საჯარო სკოლა არის უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სკოლა სკოლის მისია - უსინათლო და მცირემხედველი, ასევე - სხვა სახის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით ხარისხიანი ზოგადი განათლების მიცემა. მოსწავლეებისთვის, სკოლის თანამშრომლებისთვის და მშობლებისთვის, სწავლა-სწავლების პროცესის შეუფერხებელი წარმართვისათვის აუცილებელი სასწავლო და უსაფრთხო ფიზიკური გარემოს შექმნა. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობა. ზრუნვა ზნეობრივად ჩამოყალიბებული, განათლებული, ემპათიური და პატრიოტი მოქალაქეების აღზრდისათვის, რომლებსაც ექნებათ სურვილი, და უნარი შეიტანონ საკუთარი წვლილი საზოგადოების განვითარებაში, ქვეყნის აღმშენებლობასა და მისი კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. ხედვა - ახლო და საშუალო ვადიან პერსპექტივაში სკოლისთვის აქტუალურია შემდეგი პრიორიტეტები: სკოლის განვითარების პროცესში მშობლების მონაწილეობისთვის ხელშეწყობა. უსინათლო ბავშვების საჭიროებების შესაბამისად, მშობელთა ცნობიერების ამაღლება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის უკვე არსებული სასწავლო მეთოდოლოგიისა და რესურსების ეფექტიანი ათვისება, რესურსების განახლება, თვალსაჩინო სასწავლო მასალით სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნება. უსინათლო მოსწავლეების საჭიროებების მიხედვით, სასწავლო სახელმძღვანელოების ადაპტირება ბრაილის შრიფტით და მათი გახმოვანებული ვერსიების მომზადება. უსინათლო მოსწავლეების მობილობის, სივრცეში ორიენტაციის პროგრამების გათვალისწინება სასწავლო პროცესში. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუნმჯობესებისთვის ზრუნვა, მათი ჩართვა სასწავლო ოლიმპიადებში, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების, კლუბური მუშაობის წახალისება. გრძელვადიან პერსპექტივაში სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ზოგადი განათლების დარგში ინიცირებული და აპრობირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების ათვისების, ასევე - უსინათლოთა განათლების განვითარების მიმართულებით შემუშავებული ახალი მეთოდების სასწავლო პროცესში შემოტანის საკითხებს. პრიორიტეტად დარჩება უახლესი საკომუნიკაციო, ტექნოლოგიური მიღწევებისა და მასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური ინოვაციების დანერგვას სწავლა-სწავლების პროცესში. უსინათლოთა განათლების კუთხით არსებული მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის პროცესის გაგრძელება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე, ადგილობრივ, თუ უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა. სასწავლო პროცესის გამდიდრება არაფორმალური განათლების კომპონენტებით.სკოლის ღირებულებები. პროექტებით სწავლების ხელშეწყობა. მოსწავლეთა სოციუმში ინტეგრაციის მიმართულებით თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა. ღირებულებები - საკუთარ საქმიანობაში სკოლა იზიარებს და ეყრდნობა ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა: უწყვეტი განვითარება, კოლეგიალობის პრინციპი, გუნდური მუშაობა, სკოლის მიზნებისთვის საერთო მხარდაჭერა, გამჭვირვალობა, ობიექტურობა, ინოვაციურობა, სამოქალაქო მონაწილეობა, თანასწორობა.
სკოლის სტრუქტურა შედგება სკოლის სტრუქტურული ერთეულებისაგან, კოლეგიური სამუშაო ჯგუფებისაგან (კომისიები/საბჭოები) და თანამდებობრივი პოზიციებისაგან. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) დირექცია; ბ) პედაგოგიური საბჭო; გ) სამეურვეო საბჭო; დ) მოსწავლეთა თვითმმართველობა; ე) დისციპლინური კომიტეტი. სკოლის კოლეგიური სამუშაო ჯგუფების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით. სკოლის დირექციაში შედის სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და ბუღალტერი. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი: 1. საქმისმწარმოებელი; 2. საინფორმაციო მენეჯერი; 3. ბიბლიოთეკარი; 4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; 5. ექიმი; 6. ფსიქოლოგი; 7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი; 8. სპეციალური მასწავლებელი;
სკოლას შემუშავებული აქვს წესრიგის დაცვისა და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები (დებულება). დებულება აწესრიგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სსიპ ქალაქ თბილისი N 202 საჯარო სკოლაში წესრიგის დაცვისა და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს, განსაზღვრავს სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ ღონისძიებებს და შეიმუშავებს ამისთვის საჭირო წესებს. სკოლა წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს ადმინისტრაციის, დაცვის, დარაჯების, სართულების მორიგეების, დისციპლინური კომიტეტისა და საგანგებო და ხანძარსაწინააღმდეგო სიტუაციებისთვის შექმნილი შტაბის მეშვეობით.