რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა

თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ვარკეთილი ზ/პ, მეორე მ/რ.

რეესტრის კოდი#260
მოსწავლე1499
მასწავლებელი85
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნანა ნათიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
01/07/2026
ავტორიზაციის დასრულება
01/07/2035
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ისანი-სამგორი, ვარკეთილის მე-2 მ/რ

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
125
თავისუფალი ადგილი
0
სსსმ ლიმიტი
13
სსსმ თავისუფალი ადგილი
6

თბილისი, ისანი-სამგორი, ვარკეთილის მე-2 მ/რ

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
49
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია პოზიტიურ და უსაფრთხო გარემოში მოსწავლეების განვითარების ხელშეწყობა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ განათლებულ, კონკურენტუნარიან, ღირსეულ და პატრიოტ მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მაქსიმალური რეალიზება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. სკოლის ხედვა 2031 წლისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება ექნება. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით, არაფორმალური განათლების გაძლიერებით და პროფესიონალი პედაგოგების ხელშეწყობით, სკოლა შექმნის და გააზიარებს, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, წარმატებულ პრაქტიკას, რაც მას მოუტანს ნდობას და აღიარებას საზოგადოებაში. იამაყებს აღზრდილი, წიგნიერი და სულიერი ღირებულებების მქონე თაობით.   სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა-ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა; • სამართლიანობა- სკოლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს, კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. სკოლაში დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტურ დამოკიდებულებებს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას; • ურთიერთპატივისცემა- სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაფუძნებით განახორციელებს საკუთარ მოვალეობებს; • თანამშრომლობა-სკოლაში ხელშეწყობილია თანამშრომლობითი კულტურა, კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებს. სიახლეების დანერგვისა და პრობლემების გადაჭრის პროცესში გადაწყვეტილებების მიღება ხდება თანამშრომლობაზე დაყრდნობით; • პროფესიონალიზმი, უწყვეტი პროფესიული ზრდა -სკოლის პედაგოგები საკუთარ საქმიანობას ახორციელებენ მაღალი პროფესიონალიზმით და მუდმივად არის მზაობა უწყვეტი პროფესიული ზრდისათვის; • პატრიოტიზმი- სკოლა ზრუნავს მოსწავლეებს შეუქმნას დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ და გაუძლიეროს სამშობლოს სიყვარული.

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის სტრუქტურა შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: • სამეურვეო საბჭო; • დირექცია; • პედაგოგიური საბჭო; • მოსწავლეთა თვითმმართველობა; • დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო შედგება შემდეგი კათედრებისგან: • სახელმწიფო ენისა და ლიტერატურის კათედრა; • მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა; • უცხოური ენების კათედრა; • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა; • საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა; • ესთეტიკის კათედრა; • დაწყებითების კათედრა; • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი: საქმისმწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; სკოლის დირექცია: დირექტორი,დირექტორის მოადგილეები, ბუღალტერი; ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალი: სკოლის ექიმი, ცეცხლფარეში, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, დარაჯი, სსსმ პირის ასისტენტი, დამლაგებელი, მუშა. სკოლაში ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური და მრჩეველთა საბჭო. სკოლას ჰყავს ხარისხის მართვის მენეჯერი.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა N182 საჯარო სკოლა.pdf09/03/2026 12:52:32 · 4.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf09/03/2026 12:53:08 · 5.9 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლაში მოქმედი კლუბები და წრეები.pdf09/03/2026 12:51:34 · 0.19 MB
სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი.pdf09/03/2026 12:51:34 · 0.05 MB
მოსწავლეთა ადაპტაციისა და ტრანზიციის მექანიზმები.pdf02/05/2026 17:03:08 · 4 MB
რემედიაციის წესი.pdf11/05/2026 05:03:32 · 1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

სკოლის შინაგანაწესი

დოკუმენტები

შინაგანაწესი.pdf09/03/2026 12:37:31 · 10.9 MB
განცხადებისა და საჩივრის წესი.pdf02/05/2026 16:10:30 · 3 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

1- ბიუჯეტი-182-2026 წელი 111.xlsx02/05/2026 16:23:48 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე