სოფელი კოხტა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 35
- თავისუფალი ადგილი
- 31
- სსსმ ლიმიტი
- 4
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
ქვემო ქართლი · წალკა · წალკა, წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი კოხტა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ-ქწალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში. უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნით, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხიანი განათლების მიცემით, დამოუკიდებელი, კრიტიკული, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებით მოვამზადოთ კანონმორჩილი, ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოსწავლეები მომავალი გამოწვევებისათვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ- წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ხედვაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო, სადაც მოსწავლეთა 70%-ს ექნება კარგი და მაღალი სასკოლო მოტივაცია, ხოლო 30% სკოლისადმი დადებითი დამოკიდებულება. სკოლის ხედვა დაეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. სკოლის ხედვით უნდა მოხდეს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს, როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. მრავალფეროვნება - ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასა და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლების და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას. გამჭირვალობა და საჯაროობა - ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. კოლეგიალობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება - ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესი ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების შემადგენელ ნაწილს.