თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ცხრა ძმის ქ.№58
- სექტორი
- უკრაინული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 17
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი · თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ცხრა ძმის ქ.№58
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია: უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, პროფესიონალთა გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენებით, ისეთი თაობების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში . ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N220 საჯარო სკოლამ უნდა შეძლოს: ზგემით განსაზღვრული მოთხოვნების მიღწევა; მოსწავლეთა უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვით მოაზროვნე, ინიციატორი, წიგნიერი და ინფორმირებული პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბება; ფსიქოემოციური და ფიზიკური უსაფრთხოების პირობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის უნარ-ჩვევების განვითარება; პედაგოგების და სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობით ფორმალური თუ არაფორმალური განათლების საფუძველზე კულტურული ფასეულობების ფორმირება; პროფესიონალი აღმზრდელების მხარდაჭერით კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და საკუთარი მიღწევების გამოყენებას ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასკოლო საზოგადოების, სწავლა-სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დემოკრატიულობა: ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია მოსწავლის მასწავლებლის, მშობლის მოსაზრება გამჭირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. სანდოობა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ გუნდურად პრობლემების გადაჭრაზე. ინოვაციურობა: მხარს ვუჭერთ ყველა ინოვაციური იდეებს და ვცდილობთ განვავითაროთ სასწავლო პროცესი ინოვაციური მეთოდებით
პროგრამები, მხარდაჭერის სერვისები
შინაგანაწესი
ფინანსური ანგარიში