თბილისი, ისანი-სამგორი, ორხევის დასახლება, ჩანტლაძის (ყოფილი ახვლედიანის) ქ. №28
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 56
- სსსმ ლიმიტი
- 11
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 11
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ორხევის დასახლება, ჩანტლაძის ქუჩა N28
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის ფილოსიფია სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის მისიაა არაფორმალური განათლების მიმართულებით გაძლერებული სწავლება, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენა/განვითარებაში. სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის ხედვას წარმოადგენს არაფორმალური განათლების მიმართულებით სკოლის ბაზაზე გააძლიეროს საკლუბო მუშაობა, შესთავაზოს თემატური მასტერკლასები და აქტივობები, რომელიც თითოეულ მოსწავლეს აუმაღლებს შინაგან მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათ ზნეობრივი, ფიზიკური, სოციალური და კოგნიტური უნარების განვითარებას. სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის ღირებულებებია თანამშრომლობა და გუნდურობა; კომუნიკაცია და გამჭირვალობა ; თანასწორობა,უსაფრთხოება და დემოკრატიულობა ; თანამშრომლობა გარე ინსტიტუციებთან; პასუხისმგებლობა და და ინიციატივა;
სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და განვითარებისთვის გაინსაზღვრა შვიდი ძირითადი მიმართულება. სკოლის მიზანია ⮚ შექმნას მოსწავლის პოტენციალის სრულად გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო; ⮚ უზრუნველყოს მოსწავლის პიროვნული ზრდა სოციალური უნარების განვითარების გზით; ⮚ სკოლა უზრუნველყოფს, რომ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად მათი უნარებისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობისა,ჰქონდეს თანაბარი შეასძლებლობა წარმატების მისაღწევად. ⮚ შექმნას წამახალისებელი, თანამშრომლობითი და უსაფრთხო სასწავლო გარემო მშობელთა ჩართულობის გაზრდისა და გამოცდილებების გაზიარების გზით. ⮚ ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას ყველა მიმართულებით. ⮚ მოსწავლეებს შეუქმნას სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება სასკოლო პროექტების განხორციელების გზით. ⮚ შექმნას სამართლიანი და ობიექტური სასწავლო გარემო, სადაც აღიარებული იქნება ყველა მოსწავლის წარმატება. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
სასკოლო სასწავლო გეგმა
სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას. შინაგანაწესის მიზანია: ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა; ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი; გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; დ) სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება; ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი. სკოლასა და დასაქმებულებს/მოსწავლეებს შორის აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო; ბ) სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები; გ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა; დ) შრომითი ურთიერთობის პირობები; ე) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება; ზ) დასაქმებულის წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა; თ) მოსწავლეების წახალისების ფორმები და დისციპლინური წარმოების თავისებურებანი; ი) მატერიალური პასუხისმგებლობა; კ) სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები; ლ) მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე; მ) შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები; ნ) განცხადების/საჩივრის განხილვა; ო) სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; პ) დასკვნითი დებულებანი.
სსიპ ქალაქ თბილისის N156 საჯარო სკოლის ფინანსები სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 1 843 000 ლარს. შრომის ანაზღაურება - 1 773 200 ლარი კომუნალური გადასახადები - 50 000 ლარი სხვა ხარჯები - 19 800 ლარი