რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №146 საჯარო სკოლა

თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ქალაქი თბილისი, ბზითაგორის ქუჩა, №4

რეესტრის კოდი#250
მოსწავლე1424
მასწავლებელი77
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ირმა ტყებუჩავა
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული, რუსული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ისანი-სამგორი, ქალაქი თბილისი, ბზითაგორის ქუჩა, №4

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
100
თავისუფალი ადგილი
14
სსსმ ლიმიტი
10
სსსმ თავისუფალი ადგილი
7

თბილისი, ისანი-სამგორი, ქალაქი თბილისი, ბზითაგორის ქუჩა, №4

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
50
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5

თბილისი, ისანი-სამგორი, ქალაქი თბილისი, ბზითაგორის ქუჩა, №4

სექტორი
რუსული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
1
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლაში არსებული სტრუქტურული ერთეულებია: ა) დირექცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ბუღალტერი); ბ) პედაგოგიური საბჭო (აერთიანებს სკოლის ყველა მასწავლებელს); გ) სამეურვეო საბჭო (შემადგენლობაში შედის 6 მასწავლებელი, 6 მშობელი (2 -დაწყებითი საფეხურის, 2-საბაზო საფეხურის , 2-საშუალო საფეხურის) და 1 საშუალო საფეხურის მოსწავლე) ; დ) მოსწავლეთა თვითმმართველობა (შედიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კლასების მიხედვით (თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით); ე) დისციპლინური კომიტეტი ( შემადგენლობაში შედის 2 მშობელი, 2 მასწავლებელი, 2 საშუალო საფეხურის მოსწავლე). სკოლაში ასევე ფუნქციონირებს საგნობრივი კათედრები: ა) სახელმწიფო ენის კათედრა; ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა; გ) მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა; ე) უცხოური ენების კათედრა; ვ) ესთეტიკური აღზრდის კათედრა; ზ) სპორტის კათედრა; თ) დაწყებითი კლასების კათედრა; სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი: 1. საქმისმწარმოებელი; 2. საინფორმაციო მენეჯერი; 3. ბიბლიოთეკარი; 4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; 5. ექიმი 6. ექთანი 7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი; 8. სპეციალური მასწავლებელი; 9. ფსიქოლოგი. სკოლის დამხმარე პერსონალი 1. დამლაგებელი; 2. დარაჯი; 3. მუშა 4. ცეცხლფარეში (სეზონურად)

პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

შინაგანაწესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N146 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია.

დოკუმენტები

შინაგანაწესი -2022.pdf10/04/2024 19:17:19 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლას ფუნქციონირებს: ექიმის კაბინეტი (აღჭურვილი საჭირო ნივთებითა და მედიკამენტებით); ბიბლიოთეკა ( აღჭურვილი მდიდარი წიგნადი ფონდით და საჭირო ტექნიკით ); სააქტო დარბაზი ; სპორტული დარბაზები (დაწყებითი კლასებისთვის და საბაზო/საშუალო საფეხურისათვის ცალ-ცალკე); რესურს ოთახი; კომპიუტერული ლაბორატორიები ; საბუნებისმეტყველო ლაბორატორია.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ ქალაქ თბილისის N146 საჯარო სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და ეკონომიკური შემოსავალი. სკოლა ეფექტურად დაგეგმილი ბიუჯეტით ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. სკოლის ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია სკოლის საჭიროებებზე. ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამკიცებული სახელმწიფო შესყიდვების წესი, ყოველწლიურად,არაუგვიანეს 20 ნოემბრისა მტკიცდება მომდევნო წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლის დირექტორს ეკისრება ვალდებულება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარდგეს სამეურვეო საბჭოს წინაშე და გააცნოს ანგარიში ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.