თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, დიღმის მას. IV კვ.
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 125
- თავისუფალი ადგილი
- 49
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 11
თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი · თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, დიღმის მას. IV კვ.
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები მისია: უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოში, სადაც გათვალისწინებულია ყველა მოსწავლის ინტერესი, აღზარდოს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი და ეროვნული ტრადიციების მატარებელი წიგნიერი თაობა. რომელსაც ექნება XXI საუკუნის უნარ-ჩვევები. ხედვა: შვიდი წლის შემდეგ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა 80%-მა შეძლოს სამოქალაქო საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზება, თავისი საქმიანობით თანამედროვე სამყაროში თავის წარმატებულად დამკვიდრება. ღირებულებები: • გუნდური მუშაობა; • დემოკრატიული მართვა; • თანამშრომლობითი გარემო; • ინოვაციურობა; • ადამიანის უფლებათა დაცვა.
სკოლის სტრუქტურა წარმოდგენილია მიბმულ ფაილში, რომელიც დამტკიცებულია სკოლის დირექტორის ბრძანებით
სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის 2023-2030 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმა
სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის 2024-2025 წლის სასკოლო სასწავლო გეგმა სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის 2025-2026 წლის სასკოლო სასწავლო გეგმა ( კონცეპტუალური ნაწილი და სამივე საფეხურის კურიკულუმი) სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის 2025- 20256 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.
სკოლა ყველა მოსწავლისათვის ქმნის სწავლის თანაბარ შესაძლებლობას, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა. ასეთი მიდგომითა და უნივერსალური დიზაინის გათვალისწინებით სკოლაში ბავშვთა უფლებები დაცულია არსებული კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით, რომელიც იცავს, როგორც ბავშვთა უფლებებს, ასევე არეგულირებს დისციპლინურ საკითხება. სკოლაში ტარდება თვითმმართველობის არჩევნები კანონის შესაბამისად. თვითმართველობის თავმჯდომარე არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს წევრი და იცავს მოსწავლეთა ინტერესებს, მოსწავლეთა თვითმმართველობა ირჩევს სკოლის დისციპლინურ კომიტეტში თავის წარმომადგენელს, ასევე სკოლის მრჩეველთა საბჭოს წევრია სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. ის ესწრება სხდომებს და ღებულობს მონაწილეობას ყველა გადაწყვეტილებაში.
შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სკოლა არის ნაწილობრივ რეაბილიტირებული. სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა 2019 წლის დეკემბერში.
სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის 30 ოქტომბრის სამეურვეო საბჭოს N15 სხდომაზე სკოლის 2023 წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება. სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის 8 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს N9 სხდომაზე დამტკიცდა 2026 წლის ბიუჯეტი. სკოლის დირექტორის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის და ფინანსური მიმდინარეობის ანგარიში, რომელიც წარმოადგინა სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლის 8 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს N9 სხდომაზე.