ქ. ხაშური,ალ. ჯორჯაძის ქ. №1
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 15
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · ხაშური · ქ. ხაშური, ჯორჯაძის ქ. №1
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სკოლა ვალდებულია ხელი შეუწყოს მოსწავლის , როგორც საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის მისაღები პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც კარგად გამოხატული ცოდნა , უნარ-ჩვევები და დამოკიდებულება აქვს.შეუქმნას მას უსაფრთხო და მასტიმულირებელი გარემო და მისცეს ხარისხიანი განათლება. დაწყებითი საფეხურის მისია; . საგანთა თანმიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი ,ფიზიკური,ემოციური და სოციალური განვიტარების ხელშეწყობა; . საბაზისო უნარების- წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; . სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისათვის. საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა ; მოაზროვნე მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური ,ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
სტრატეგიული გეგმა სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონთან, წესდებასთან საჯარო სკოლის შესახებ, სკოლის შინაგანაწესთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ბავშვთა უფლებების კონვენციასთან და სხვა დადგენილ ნომრმატიულ აქტებთან.
წლიური სამოქმედო გეგმა; ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან ხედვიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად, ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები მიზნების მიღწევის გზაბი. სტრატეგიული გეგმის გადახედვა იგეგმება პერიოდულად, გეგმა შედგება შემდეგი ინფორმაციისგან; . სტატეგიული დაგეგმის მეთოდოლოგია . მისია. ხედვა.ღირებულებები . სტრატეგიული მიზნები და ამოცანები .სტატეგიული გეგმის შესრულების კალენდარი.
მუხლი 36. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ი.ზ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.თ) სანთებელა ან ასანთი; ი.ი) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.კ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.მ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) კონფიდენციალურობის დარღვევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) ყურსასმენების გამოყენება არასასწავლო მიზნით; პ) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა: ჟ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; რ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; ს) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა, გარდა აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევისა; ტ) ფსიქოლოგიური ზეწოლა; უ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; ფ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ქ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ღ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).