რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · ხაშური · ხაშური, სოფელი წაღვლი

რეესტრის კოდი#2486
მოსწავლე59
მასწავლებელი18
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მზია კაპანაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ხაშური, სოფელი წაღვლი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
22
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია მოსწავლეს შეუქმნას გონებრივი, ფიზიკური და აკადემიური განვითარებისათვის უსაფრთხო, პოზიტიური გარემო. ხელი შეუწყოს აქტიური მოქალაქის ფორმირებას, რომელიც შეძლებს ცოდნის გამოყენებას საკუთარი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზნებისათვის. ხედვა სკოლის ხედვა ეფუძნება სასკოლო პროცესების მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებას, სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობა, მაღალი პროფესიონალიზმი ხელს შეუწყობს თითოეული მოზარდის წარმატებას, გამოუმუშავებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რის შდეგადაც მოსწავლე შეძლებს საკუთარი ღირსების, განათლების, პიროვნული ინტერესების რეალიზებას და თვითონ შექმნის ღირებულებებს. ღირებულებები მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული წარმომადგენლები: • ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა; • გუნდური მუშაობა; • სასკოლის მისიაა: მოსწავლეს შეუქმნას გონებრივი, ფიზიკური და აკადემიური განვითარებისათვის უსაფრთხო, პოზიტიური გარემო. ხელი შეუწყოს აქტიური მოქალაქის ფორმირებას, რომელიც შეძლებს ცოდნის გამოყენებას საკუთარი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზნებისათვის. მართლიანობა; • მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირება; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; • კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული ფასეულობები.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის სტრუქტურა: დირექტორი, ბუღალტერი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექთანი, დარაჯი, დამლაგებელი, პედაგოგიური საბჭო, კათედრები.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.docx04/04/2024 12:18:09 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრატეგიული განვითარების გეგმა (2023-2030 წწ.) წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებულ შვიდწლიან სტრატეგიულ განაცხადს. დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდი) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf04/04/2024 14:52:18 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლას აქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 ს.წ..docx04/04/2024 13:47:56 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები6 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული აქვს: 1. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესი 2.ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა 3. პერსონალის ადაპტაციის წესი 4. მშობელთან ურთიერთობის დებულება (კომუნიკაციის სტრატეგია) 5. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი 6. მოსწავლეთა ადაპტაციის წესი 7. ინკლუზიური განათლების პროგრამა და დებულება 8. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი 9. მოსწავლის, მათი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვისა და გასაჩივრების მარეგულირებელი დოკუმენტი 10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

დოკუმენტები

ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf05/04/2024 11:07:38 · 0.14 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი .pdf05/04/2024 11:07:38 · 0.1 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.pdf08/04/2024 13:57:54 · 0.16 MB
პერსონალის-ადაპტაციის-წესი ...pdf08/04/2024 14:37:44 · 0.07 MB
უსაფრთხოების პოლიტიკა.pdf08/04/2024 14:40:14 · 0.06 MB
მშობელთან ურთიერთობის დებულება (კომუნიკაციის სტრატეგია).pdf08/04/2024 14:49:38 · 2.54 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმებიტექსტური ინფორმაცია

ამონარიდი სკოლის შინაგანაწესიდან: მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე)

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის შემოსავალი-379 525ლ შრომის ანაზღაურება-330 892ლ კომუნალური გადასახადი-15 854ლ სკოლის განვითარებისთვის-33 499ლ