ხაშური, სოფელი ტკოცა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 17
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · ხაშური · ხაშური, სოფელი ტკოცა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის მისია: • მოსწავლეებს განუვითაროს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს საჭირო ცოდნა, დაუმკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ეროვნული თვითშეგნება, პატრიოტიზმი. აგრეთვე დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, რითაც წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. სკოლის მისიის მიღწევაში პასუხისმგებლობას იზიარებენ მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და თემი. ხედვა: • სკოლაში ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრებისთვის საჭირო დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ღირებულებები: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.