რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · ხაშური · ხაშური, სოფელი ქინძათი

რეესტრის კოდი#2473
მოსწავლე69
მასწავლებელი23
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
შორენა ბაკურაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
07/11/2023
ავტორიზაციის დასრულება
07/11/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ხაშურის რაიონი სოფ. ქინძათი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლა ჩვენი სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები სიამოვნებით სწავლობენ, მუშაობენ და ხვდებიან ერთმანეთს; მ ი ს ი ა სკოლის მიზანია პოზიტიური, მზრუნველი, მოსწავლეზე ორიენტირებული , უსაფრთხო სასკოლო სასწავლო გარემოს შექმნა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, თანამედროვე ღირებულებების მქონე, მომავალი ცხოვრებისათვის საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოქალაქეების აღზრდა. ხ ე დ ვ ა : • ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობასა და ტოლერანტობაზე; • სკოლის ყველა თანამშრომელს გათავისებული აქვს საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობით ეკიდება მის შესრულებას; • სკოლის ყველა თანამშრომელი აცნობიერებს საკუთარ როლს, როგორც ლიდერს და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებაში; • ერთობლივად შემუშავებული წესების დაცვა განაპირობებს სკოლის გამართულ ფუნქციონირებას; • მასწავლებლები მზად არიან განვითარებისათვის და სიახლეების დანერგვისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს წარმატებულ სწავლებასა და სწავლას; • ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას და მოტივირებულ სწავლას; • გაკვეთილი ხელს უწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებლობის, საკუთარი პასუხისმგებლობისადმი გაცნობიერებული დამოკიდებულების, გუნდში მუშაობის უნარს; • ჩვენ განვიხილავთ სკოლას, როგორც თემის ნაწილს; • სკოლა თანამშრომლობს მშობლებთან, ადგილობრივ თვითმართველობასთან, სხვა სკოლებთან და ორგანიზაციებთან; • ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი პროფესიული, პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარებას. • სკორის საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები სიამოვნებით სწავლობენ, მუშაობენ და ერთმანეთს ხვდებიან;ლის ინფრასტრუქტურა შეესაბამება მოსწავლეთა და თანამშრომელთა საჭიროებებს, აგრეთვე პასუხობს თანამედროვე სამუშაო მეთოდებს. • სკოლა ოპტიმალურად იყენებს ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს.

სტრუქტურა3 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

3 . სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები.pdf01/10/2023 11:06:54 · 1.55 MB
2 სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები.pdf01/10/2023 11:06:54 · 1.29 MB
1. სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები.pdf01/10/2023 11:06:55 · 1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატ.-განვით-გეგმა.pdf28/07/2023 11:48:54 · 0.16 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გაწერილია ცხრილის ფორმით. მასში მოცემულია 2023-24 სასწავლო წლის ამოცანების შესაბამისი განსახორციელებელი აქტივობები, მოსალოდნელი შედეგები, შემსრულებლები , პასუხისმგებელი პირები და ვადები.

დოკუმენტები

სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf01/10/2023 09:46:35 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლაში შექმნილია მზრუნველი და კეთილგანწყობილი სასკოლო კლიმატი და იგი ორიენტირებულია მოსწავლეთა მოსმენასა და მხარდაჭერაზე. სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და სკოლის ყველა თანამშრომელი მოსწავლეს აგრძნობინებს, რომ მას პატივს სცემენ და მისი აზრი მნიშვნელოვანია. მოსწავლეებს აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და სასკოლო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არა მხოლოდ თვითმმართველობის, როგორც სკოლის სტრუქტური ერთეულის, არამედ როგორც პიროვნების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრის პოზიციიდან. სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს კლუბებს (მკითხველთა, ინგლისური ენის) და თავისუფალი დროის დაგეგმისთვის ინფრასტრუქტურას. სკოლა ჩართულია მოსწავლეთა ექსკურსიების, ლაშქრობების და გასვლითი ღონისძიებების ორგანიზებაში. ასევე მოსწავლეთა უფასო ტრანსპორიტრების პროგრამაში.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ქცევის წესები კონტროლდება მოსწავლეთა ქცევის კოდექსის და შინაგანაწესის მიხედვით. სკოლაში დამტკიცებულია მოსწავლის, მათი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვისა და გასაჩივრების მარეგულირებელი დოკუმენტი( მიბმული ფაილი ). მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

დოკუმენტები

3უფლებებიოს დაცვის დაგასაჩივრების დოკუმენტი.pdf01/10/2023 10:57:57 · 1.8 MB
2 უფლებების დაცვისა და .გასაჩივრების დოკუმენტი.pdf01/10/2023 10:57:58 · 1.47 MB
1 უფლებების დაცვისა და გასაჩივრების.pdf01/10/2023 10:57:58 · 1.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს სასწავლო პროცესის წარმართვას და იძლევა თავისუფალი დროის დაგეგმვის საშუალებას.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის ფინანსები 2023 წელი 1 ვაუჩერი - 186115 ლარი 2 მასწავლებლების დანამატი - 202332 ლარი 3. სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება - 8400 ლარი 4. ბანკის სარგებელი - 2880 ლარი