რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · ხაშური · ხაშური, სოფელი ქემფერი

რეესტრის კოდი#2472
მოსწავლე35
მასწავლებელი19
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო ლომსაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
21/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
21/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ხაშური, სოფელი ქემფერი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
24
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია აღზარდოს განათლებული, თვისუფალი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი პიროვნება .ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევების განვითარებას. ჩაუნერგოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება დაეხმაროს მოზარდს ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გაცნობიერებაში. აღზარდოს კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე. სკოლის ხედვა სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლის ხედვაა ისეთი მოსწავლის აღზრდა რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილების მიღებას. იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე, მოსწავლემ შეძლოს ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა, მისი თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვებით, ჩამოუყალიბოს ქართულ ტრადიციაზე, ისტორიაზე დაყრდნობით ტოლერანტობის და ზნეობრივი ნორმები ,იყოს კონკურენტ უნარიანი და ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლა. რომელიც მოზარდს მოამზადებს მუდმივად განვითარებად სამყაროში ორიენტაციისათვის. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა სკოლის მისია აღზარდოს განათლებული, ღირებულების მქონე თვისუფალი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი პიროვნება .ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევების განვითარებას. ჩაუნერგოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, დაეხმაროს მოზარდს ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გაცნობიერებაში, იქნება ტოლერანტი და კონკურენტ უნარიანი. სკოლის ხედვა სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლის ხედვაა ისეთი თაობის აღზრდა , რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას და გადაწყვეტილების მიღებას, იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე, თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვებით, ჩამოუყალიბოს ქართულ ტრადიციაზე, ისტორიაზე დაყრდნობით ტოლერანტობის და ზნეობრივი ნორმები ,იყოს კონკურენტ უნარიანი თაობა, რომელიც მზად იქნება მუდმივად განვითარებად სამყაროში ორიენტაციისათვის. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ქვეყნის საზღვრების გარეთ. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • გუნდური მუშაობა -მართველი რგოლის და დაქვემდებარებული პირების კორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა. • ტოლერანტობა- მრავალფეროვნების პატივისცემის, მიღების და დაფასების ხელშეწყობა, ინკლუზიური და ჰარმონიული სასკოლო საზოგადოების ფორმირება.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესების ეფექტური მართვისთვის, სკოლაში ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულების სტრუქტურა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf11/10/2023 19:50:39 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.ქ.pdf08/12/2023 14:23:16 · 0.36 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.ქ.pdf08/12/2023 14:37:41 · 0.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები5 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

დანართი_ მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის და მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის პოლიტიკა.pdf11/10/2023 19:10:00 · 0.09 MB
დანართი-მარეგულირებელი.docx14/10/2023 17:10:37 · 0.03 MB
დანართი_მოსწავლის, მშობლისკანონიერი წარმომადგენლის და მასწავლებლისსხვა დასაქმებულის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.docx14/10/2023 17:10:38 · 0.07 MB
დანართი_პერსონალის მართვის პოლიტიკა.docx14/10/2023 17:10:38 · 0.03 MB
ადამიანური რესურსი მართვის პოლიტიკა საჯარო 2023.docx14/10/2023 17:10:38 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის შინაგანაწესიდან თავი V. სასკოლო დისციპლინა და დისციპლინური პასუხისმგებლობა მუხლი 18. დისციპლინური დევნა 1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. 2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. 3. დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან. 4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. დაუშვებელია ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. 5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს პირს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. 6. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. 7. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც პირმა ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზიანს აყენებს სკოლის ან/და მოსწავლის ინტერესებს.

ინფრასტრუქტურა
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 456 824.00 ლარს შრომის ანაღზაურებისთვის გაიცემა - 319 086.00 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია - 109 78.00 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია - 28 660.00 ლარი