ქარელი, სოფელი ძლევიჯვარი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 19
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი ძლევიჯვარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მისია თემისა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით აღზარდოს ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე. შექმნას შესაბამისი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. სკოლის მისია და ხედვა შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, კერძოდ: ზგემ-ის მიხედვით ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილებების მიღება. ასევე საკუთარი შესაძლებლობების განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შეეძლოს კომუნიკაცია და ქვეყნის ინტერესების დაცვა. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას , კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას. მოსწავლეებში შთანერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვას, რაც მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს სკოლის ხედვა აღვზრდით ისეთ თაობას, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღებას, დაიკავებს აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას. მივაღწევთ იმას, რომ თითოეული მოსწავლე იყოს შემოქმედი, თავად შექმნან ღირებულებები, შეძლონ საკუთარი მიღწევების გამოყენება და არ იცხოვრონ მხოლოდ არსებულის ხარჯზე. ჩამოვუყალიბებთ ქართულ ტრადიციასა და ისტორიაზე დაყრდნობით ტოლერანტობის და ზნეობრივ ნორმებს, იქნება კონკურენტუნარიანი თაობა, რომელიც მზად იქნება მუდმივად განვითარებად სამყაროში ორიენტაციისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თავისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს ითვალისწინებდეს მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენს მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • გუნდური მუშაობა -მართველი რგოლის და დაქვემდებარებული პირების კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა. • ტოლერანტობა- მრავალფეროვნების პატივისცემის, მიღების და დაფასების ხელშეწყობა, ინკლუზიური და ჰარმონიული სასკოლო საზოგადოების ფორმირება. სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მიზანია: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება.
1.სკოლის დირექცია( დირექტორი.დირექტორის მოადგილე,ბუღალტერი) 2.სკოლის ადმინისტრაცია-( საქმისმწარმოებელი,ექთანი,ბიბლიოთეკარი) 3. საგნობრივი კათედრა- (7 საგნობრივი კათედრა) 4.სამეურვეო საბჭო-(სკოლის თვითმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო) 5. პედაგოგიური საბჭო-(სკოლის მასწავლებელთა თვითმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო)
განხილულია: პედაგოგიური საბჭოს 2025 წლის 30 ივნისის N5 სხდომაზე დამტკიცებულია: სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 30 ივნისის N 7 სხდომაზე შესავალი სკოლის გაუმჯობესების გეგმის შემუშავება არის საუკეთესო საშუალება მონიტორინგი გაუწიოს მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიღწევებს და სხვა ისეთ გარემოებებს როგორიცაა სკოლის გარემოს შეფასება, რომელიც აუცილებელი პირობაა მოსწავლეთა წარმატებისათვის, მისი მეშვეობით შესაძლებელია განისაძღვროს და შეფასდეს ცვლილებები რაც საჭიროა მოსწავლეთა სწავლების დონის გასაუმჯოსებლად. წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია სოფელ ძლევიჯვარში სკოლა 1936 წელს დაარსდა,იგი ერთერთი სახლის დაქირავებულ ოთახში იყო განთავსებული.შემდეგ კოლმეურნეობის თავჯდომარეს უზრუნია სკოლის შენობის აშენებაზე,ოღონდ მხოლოდ დაწყებითი კლასებისათვის,1966 წელს აშენდა 8 წლიანი სკოლა,ხოლო 1989 წელს კი ორსართულიანი საბაზო საფეხურის სკოლა, რომელიც მოსწავლე, მასწავლებლების და მშობელთა მოთხოვნით საშუალო სკოლად გადაკეთდა. სკოლას მრავალი წარმატებული მოსწავლე ჰყავს გაზრდილი, რომლებიც ქვეყნის განვითარების სამსახურში არიან ჩართულები და ეროვნული გმირი, რომლის სახელსაც ატარებს დღეს ჩვენი სკოლა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ პროექტები განახორციელეს საქველმოქმედო ცენტრმა ,,აფხაზეთმა“და ორგანიზაცია IRC-მა.აფხაზეთმა დაარსა ბავშვთა მეგობრობის ცენტრი და იზრუნა საბავშვო ოთახის მოწყობაზე,ასევე კოსმეტიკური რემონტი გააკეთა სკოლის ბიბლიოთეკაში და საჩუქრად გადასცა ინვენტარი,ხოლო ორგანიზაცია IRC-მა მოაწყო საპირფარეშოები და სველი წერტილები. კონფლიქტმა ძალიან დააზიანა სკოლის შენობა, ნაღმებისაგან ჩაიმსხვრა მინები,კარებები და დაზიანდა ინვნტარი,სწორდ ამ მძიმე პერიოდში ორგანიზაცია CHF-ის თანადგომით დაიწყო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ჩაყენდა ენერგოეფექტური კარფანჯრები, შიცვალა სახურავი, დაიქსელა შენობა ელექტროგაყვანილობით, ჩატარდა შიდა კოსმეტიკური რემონტი, მოეწყო ცენტრალური გათბობა. სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია, გარე სპორტული მოედანი. სკოლა გათვლილია 200 მოსწავლეზე. სკოლაში ირიცხება 122 მოსწავლე, სწავლა მიმდინარეობს სამივე საფეხურზე. სკოლაში დასაქმებულია 30 თანამშრომელი, მათ შორის 23 პედაგოგი სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მისია თემისა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით აღზარდოს ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე. შექმნას შესაბამისი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. სკოლის მისია და ხედვა შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, კერძოდ: ზგემ-ის მიხედვით ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილებების მიღება. ასევე საკუთარი შესაძლებლობების განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შეეძლოს კომუნიკაცია და ქვეყნის ინტერესების დაცვა. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას , კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას. მოსწავლეებში შთანერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, წიგნიერების დონის ამაღლებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვას, რაც მოზარდს ღირებულებების, უნარების, დამოკიდებულების, ცოდნისა და კრიტიკული გააზრების კომპეტენციას შესძენს.
დანართი 2 წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია პედაგოგიური საბჭოს 2025 წლის 30 ივნისის # 5 სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 30 ივნისის # 7 სხდომაზე სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 წლები ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების/ შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი არსებული რესურსი სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები არსებული რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; დირექტორის მოადგილე,საგნის მასწავლებლები პედაგოგიური საბჭოს ოქმი; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა არსებული რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა არსებული რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები; საგნობრივი კურიკულუმები; არსებული რესურსი სწავლა სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების დამკვიდრება მასწავლებლები კურიკულუმი; სასწავლო პროექტები; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; სასწავლო პროცესში გამოყენებული მასალები/აქტივობები; მასწავლებლის პორტფოლიო არსებული რესურსი გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები არსებული რესურსი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერისთვის მასწავლებლის კონსულტაციები მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; არსებული რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი; საგნობრივი კათედრები გაკვეთილზე დასწრების შედეგები და მისი ანალიზი; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის ოქმები; ურთიერთდასწრების შედეგები არსებული რესურსი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მოიპოვონ დაფინანსება და პროფესიას დაეუფლონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში დირექტორი; დამრიგებლები მასწავლებლები მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დინამიკა; დამრიგებლის საათი. არსებული რესურსი მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად საუკეთესო მოსწავლეთა წახალისების პრაქტიკის დამკვიდრება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; წახალისების შესახებ გადაწყვეტილებები არსებული რესურსი მოსწავლეთათვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემოს შექმნა დირექტორი; მასწავლებლები
დანართი დამტკიცებულია: სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება N02-09; 23.01.2025 წ მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა 2025 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის მოსწავლის ინიციატივის მხარდაჭერა 2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში. მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმის აღმწერები: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას 4. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივების მხარდასაჭერად შესაძლებელია შეიქმნას: 4.1. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვისა და განხორციელების მხარდამჭერი ჯგუფი 4.2. მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელების პროცესისა და შედეგების მონტორინგის ჯგუფი 5. მოსწავლეთა ინიციატივების განსახორციელებლად სკოლას შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება 6. მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური სამუშაო სივრცის მოწყობასა და საინფორმაციო კამპანიას 7. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლება-ვალდებულებების შეზღუდვას. 8. კანონმდებლობით დადგენილი წესით სკოლა უფლებამოსილია შეიძინოს და განკარგოს ნებისმიერი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას 9. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ და აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად წარადგინოს საკუთარი სამომავლო ხედვა. 10. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან მუხლი 3. პასუხისმგებლობა: 1. წინამდებარე მექანიზმის სრულად დაცვის მიზნით გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ: 1.1. მოსწავლეებს 1.2. მოსწავლეთა თვითმმართველობას 1.3.სკოლის დირექციას 1.4. კლასის დამრიგებელს 2. აღნიშნულ დოკუმენტში შეტანილმა ნებიმიერმა ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის რაიმე სახით შეზღუდვა 3. ,,მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს“ ამტკიცებს სკოლის დირექტორი შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. აღნიშნულ დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია ამავე მუხლის მე- 3 პუნქტის საფუძველზე
სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის 2024 წლის ფინანსური ანგარიში(დანართი 1 )