ქარელი, სოფელი ურბნისი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 17
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი ურბნისი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მისიაა: გავაძლიეროთ მოსწავლეები ცოდნით, განუვითაროთ კრიტიკული, ანალიტიკური უნარები და მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი სწავლის სურვილი. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი პიროვნების ჩამოყალიბებას. ხედვა: აკადემიური წინსვლისა და შემოქმედების საფუძველზე აღვზარდოთ მუდმივად მსწავლელი, რეალიზებული, პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები ღირებულებები: ინოვაციურობა - მუდმივად ვნერგავთ სიახლეებს სასკოლო ცხოვრებაში, ვაანალიზებთ მიღებულ შედეგებს და მასზე დაყრდნობით ვგეგმავთ სწავლა-სწავლების პროცესში. ტოლერანტობა - სკოლაში ვამკვიდრებთ განსხვავებული აზრის პატივისცემის კულტურას. პასუხისმგებლობა - სასკოლო საზოგადოების თითოეული რგოლი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. თანაგრძნობა - ჩვენ ვგეგმავთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაბამის აქტივობებს იმგვარად, რომ მოსწავლეებს უვითარდებათ თანატოლების და სრულად საზოგადოების მიმართ ემპათიის უნარი. თანამშრომლობა - ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; პერსონალის ადაპტაციის წესი
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; მშობლებთან ურთიერთობის დებულება; პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი; სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება;
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაძლებლებლობაზე.
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 456 928 ლარს. შრომის ანაზღაურება - 423 678 ლარი კომუნალური გადასახადები - 19 060 ლარი შენობის ინფრასტრუქტურის განვითარება (მათ შორის ოფისის ხარჯი)- 6580 ლარი სხვა ხარჯები - 7610 ლარი