რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი ქვენატკოცა

რეესტრის კოდი#2447
მოსწავლე256
მასწავლებელი28
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ცირა თურმანიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
12/09/2025
ავტორიზაციის დასრულება
12/09/2034
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქარელი, სოფელი ქვენატკოცა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
32
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

მ ი ს ი ა ,,მოამზადოს მოსწავლეები მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის, აღზარდოს წიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული, კომუნიკაბელური, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თაობა,რომელსაც ექნება გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები,ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა,ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოში.’’ ხ ე დ ვ ა სკოლა იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობის განაწილების გზით ხელი შეუწყოს თითოეული მოზარდის წარმატებას. აღჭურვოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით.” ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ა ,,სიყვარული,თანადგომა.სამართლიანობა,უსაფრთხოება, განათლების მაღალი ხარისხი, პედაგოგების კომპეტენტურობა და კარგი ურთიერთობები მშობლებთან, თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციების დანერგვა სწავლებაში, კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა, “

დოკუმენტები

მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf16/07/2025 17:13:38 · 0.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა4 დამატებითი მასალა

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში. 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში ირიცხება 276 მოსწავლე, დასაქმებულია 25 მასწავლებელი, 5 დირექცია-ადმინისტრაციის წარმომადგენელი და 12 ტექნიკური პერსონალი. სკოლა აშეწდა 1977 წელს. სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2024-2025 სასწავლო წელს.

დოკუმენტები

წესდება (3) (1).pdf16/07/2025 18:29:31 · 9 MB
თანამდებობრივი ინსტრუქციები.pdf16/07/2025 18:29:31 · 7.71 MB
საგანგებო მართ. გეგმა (1).pdf16/07/2025 18:29:31 · 27 MB
სტუქტურა.pdf16/07/2025 18:29:33 · 0.21 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქარელის მუნიციპელიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის შვიდწლიანი 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმა შემუშავებულია სკოლის დირექტორის მიერ (სასკოლო საზოგადოებასთან ერთად), შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან, დამტკიცებულია სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ. გამოქვეყნებულია სკოლის ფეისბუკგვერდზე, გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ.

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა-ქვენატკოცა.pdf19/03/2025 15:18:53 · 0.23 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf19/03/2025 15:19:35 · 0.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები3 დამატებითი მასალა

არაფორმალური განათლება: კლუბები, ღონისძიებები, ოლიმპიადები და პროექტები.

დოკუმენტები

საგრანტო პროექტის გეგმა (1).pdf16/07/2025 18:35:30 · 0.85 MB
მემორანდუმი (1).pdf16/07/2025 18:35:30 · 0.33 MB
მემორანდუმი კოლეჯ ,,განთიადთან''.pdf16/07/2025 18:35:30 · 1.79 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები11 დამატებითი მასალა

ქცევის წესები და აპელაციის მექნიზმები შმუშავებულია და დამტკიცებულია სასკოლო საზოგადოების. მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცია საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). იმის გათვალისწინებით, რომ სკოლის შენობა მეორე ცვლაში(14:00 საათიდან) დაკავებული აქვს სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლას, სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 25საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 5-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 14:00 საათი, გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის შემცირების გამო შესვენების დრო აღარაა განსაზღვრული. დარაჯის შესვენების დრო განისაზღვრება ცვლიანობის გრაფიკის შესა

დოკუმენტები

მოსწავლის ჩარიცხვისა და კლასიდან-კლასში გადაყვანის, სტატუსის შეჩერების, მობილობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე მოსწავლის ჩარიცხვის წესი.pdf16/07/2025 18:38:28 · 5.26 MB
კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიების გამოყენების წესი.pdf16/07/2025 18:38:28 · 1.06 MB
კომპ.ლაბ. და ტექნიკის სარგებლ.წესი.pdf16/07/2025 18:38:28 · 0.09 MB
განცხადება საჩივრის განხილვა (3) (1).pdf16/07/2025 18:38:29 · 1.8 MB
20. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი (1).pdf16/07/2025 18:38:29 · 0.08 MB
მოსწავლის ქცევის კოდექსი.pdf16/07/2025 18:38:29 · 0.05 MB
მოსწავლის ჩარიცხვისა და კლასიდან-კლასში გადაყვანის, სტატუსის შეჩერების, მობილობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე მოსწავლის ჩარიცხვის წესი.pdf16/07/2025 18:38:29 · 5.26 MB
საზოგადოებასთან ურთიერთობის წესი.pdf16/07/2025 18:38:29 · 1.47 MB
სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი.pdf16/07/2025 18:38:29 · 0.06 MB
სკოლის დირექტორის ქცევის წესები.pdf16/07/2025 18:38:29 · 1.35 MB
შინაგანაწესი.pdf16/07/2025 18:38:30 · 0.29 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა5 დამატებითი მასალა

სსიპ ქარელის მუნიციპალიტერის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლა დაარსდა 1977 წელს, ტერიტორიულად მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში. სკოლის მთლიანი ტერიტორია მოიცავს 1253 კვადრატულ მეტრს, საწავლო კორპუსი განთავლებული სამ სართულზე, საერთო ფართია 738 კვადრატულ მეტრი. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სამასწავლებლო, დირექტორის კაბინეტი, ექიმის ოთახი, სპორტული მოედანი, სასადილო, მანდატურის ოთახი, სამივე სართულზე შიდა საპირფაროშოები, ადაფტირებული საპირფარეშოები, პანდუსი, ლიფტი, ორი მინი ლიფტი და 26 საკლასო ოთახი. შიდა სპორტული დარბაზი და გარე სპორტული მოედანი.

დოკუმენტები

ნახაზები.pdf16/07/2025 18:44:15 · 0.99 MB
წერილი სახანძროს.pdf16/07/2025 18:44:15 · 0.63 MB
წერილი სამხარაულს.pdf16/07/2025 18:44:15 · 0.22 MB
საგანგებო მართვა.pdf16/07/2025 18:44:16 · 0.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები3 დამატებითი მასალა

2025 წლის ქვენატკოცის საჯარო სკოლის ბიუჯეტი სკოლის დირექციამ, შემოსული თანხებიდან სკოლის საჭიროებებზე გათვალა და სამეურვეო საბჭოს წარუდგინა, რომელმაც განხილვის შემდეგ დაამტკიცა. შემოსავალი 2024 წელს: სახელმწიფო ხაზინადან: 55 0015 ლარი ნაშთი იანვრის დასაწყისში: 18 230 ლარი ბანკის სარგებელი: 1 379 სულ: 569 622 გათვლის ხარჯი იხილეთ ბიუჯეტის დოკუმენტში.

დოკუმენტები

შესყიდვების გეგმა.pdf16/07/2025 18:46:55 · 0.55 MB
შესყიდვების განხორციელების წესისა და შესყიდვების წლიური გეგმის ფორმის დამტკიცების თაობაზე.pdf16/07/2025 18:46:55 · 1.68 MB
ბიუჯეტები (1).pdf16/07/2025 18:46:56 · 3.35 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე