ქარელი, სოფელი ქვემო ხვედურეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი ქვემო ხვედურეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია: გარე და შიდა ფაქტორების სისტემატიური ანალიზითა, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების დანერგვით, სსიპ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მისიაა ხელი შეუწყოს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური, ზრუნვასა და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირებას, რომელიც მათ რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. ხედვა: სკოლა 2030 წლისთვის იქნება რაიონში მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს მდგრადი განათლების მიზნების გაცნობიერებასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების შერჩევა -გამოყენებაში. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • თანამშრომლობა და გუნდურობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • პასუხისმგებლობა - სასკოლო საზოგადოების თითოეული რგოლი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.