ქარელი, სოფელი სამწევრისი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 10
- თავისუფალი ადგილი
- 3
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 0
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი კეხიჯვარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე და პროფესიული სტუდენტი თავს გრძნობს ღირსეულად, მოტივირებულად და მხარდაჭერილად. ჩვენ მიზნად ვისახავთ მათი აკადემიური და პიროვნული უნარების განვითარებას, ხარისხიანი განათლებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების მეშვეობით. სკოლა ხელს უწყობს ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას და შრომის ბაზარზე წარმატებულ ინტეგრაციას ფორმალური, არაფორმალური და პროფესიული სწავლების კომპონენტების ინტეგრაციით. სკოლის ხედვა 2030 წლისთვის ჩვენი სკოლა იქნება ცნობადი, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ზოგადი, არაფორმალური და პროფესიული განათლების ეფექტური ინტეგრაციის გზით ყალიბდებიან პასუხისმგებელი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარებით აღჭურვილი მოსწავლეები და პროფესიული სტუდენტები. სკოლა აღზრდის დამოუკიდებელ და კონკურენტუნარიან კურსდამთავრებულებს, რომლებიც მზად იქნებიან როგორც პროფესიული წარმატებისთვის, ისე აქტიური მოქალაქეობისთვის — ადგილობრივ და გლობალურ საზოგადოებაში. სკოლის ღირებულებები: • გამჭვირვალობა – ვუზრუნველყოფთ სკოლის საქმიანობის, მიზნებისა და მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა,დაინტერესებული მხარისთვის. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ღია და პატივისცემით სავსე კომუნიკაციას. • მიუკერძოებლობა – ყველა გადაწყვეტილება მიიღება სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესი. • თანამშრომლობა და გუნდურობა – ვამკვიდრებთ ურთიერთპატივისცემასა და გახსნილობაზე დაფუძნებულ კულტურას. თანამშრომლობით ვქმნით ერთიან, პასუხისმგებელ და ძლიერი სკოლური საზოგადოების მოდელს. • ობიექტურობა – მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული შეფასებები ეფუძნება ეროვნული სტანდარტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და რეალურ გარემოებებს. განვიცდით სამართლიანობას ყველა საგანმანათლებლო პროცესში. • განვითარება და ინოვაციურობა – ვართ მუდმივად პროგრესზე ორიენტირებულნი. ვაფასებთ საკუთარ საქმიანობას, ვისწრაფვით ინოვაციებისკენ და ვნერგავთ ცვლილებებს, რაც უზრუნველყოფს სკოლის უწყვეტ გაუმჯობესებას.
მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესების ეფექტური მართვისთვის, სკოლაში ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულების სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
მოცემული სამოქმედო გეგმა, წამოადგენს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების, ერთწლიან საორიენტაციო დოკუმენტს.
სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზიციის გეგმა; ინდივიდუალური-სასწავლო-გეგმის-შემუშავების-მეთოდოლოგია; ინტერვენციის გეგმა; სსსმ-პირთათვის-საგანმანათლებლო-სერვისების მიწოდების რეგულაციები; პერსონალის ადაპტაციის წესი
მოკლე ინფორმაცია ამონარიდი სკოლის შინაგანაწესიდან მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე). მუხლი 17. მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) გაკვეთილზე ზედიზედ არაერთგზის დაგვიანება; ბ) საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; გ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება. გამონაკლისი დაიშვება სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობისას. დ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება; ე) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ე.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ე.ბ) სანთებელა ან ასანთი; ე.გ) აზარტული თამაშის საშუალებები; 2. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ე) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; ვ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა; ზ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ზ.ა) ალკოჰოლური საშუალებები; ზ.ბ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები. თ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება. 3. დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას,
სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის შესაძლებლობას, მოსწავლეებმა სკოლის ბაზაზე განახორციელონ სოციალური, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები ერთმანეთთან, სასკოლო საზოგადოებისა და თემის სხვა თანატოლ თუ ზრდასრულ წარმომადგენლებთან.სკოლაში ამ მიზნით არსებობს სივრცეები, აღჭურვილი შესაბამისი ავეჯით/ინვენტარით, სადაც მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ აქვთ დარჩენის, შეკრების, საუბრის შესაძლებლობა.სკოლის სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა, სკოლის ეზო და სხვა მატერიალური რესურსი/ინფრასტრუქტურა გაზიარებულია ადგილობრივი საზოგადოებისთვის. სასკოლო ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებას ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების განვითარებაში; უზრუნველყოფს სასკოლო კურიკულუმით განსაზღვრული სასწავლო, ასევე დამხმარე რესურსების ხელმისაწვდომობას როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური სახით, სკოლის მიერ დადგენილი წესით; უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო რესურსების სისტემატიზაციას და განახლებას სასკოლო საზოგადოების საჭიროებების/უკუკავშირის გათვალისწინებით; უზრუნველყოფს სივრცეს დამოუკიდებელი და ჯგუფური მეცადინეობებისათვის. ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს სასკოლო საზოგადოებისათვის. საგნობრივ კურიკულუმებში მითითებული ლიტერატურა ხელმისაწვდომია ბეჭდური ან ელექტრონული სახით დაწესებულების ბიბლიოთეკაში, ასევე დასაშვებია თავისუფალი წვდომის რეჟიმში არსებული, ინტერნეტ სივრცეში განთავსებული რესურსების გამოყენება, შესაბამისი ბმულების (ინტერნეტ-მისამართების მითითებით) ნებისმიერ დროს.
სკოლის ბიუჯეტი 633665 ლარი; შრომის ანაზღაურება 575246 ლარი; სკოლის განვითარებისათვის 20419 ლარი; კომუნალური გადასახადები 38000 ლარი