რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლა

თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, თრიალეთის ქ. №7

რეესტრის კოდი#244
მოსწავლე1464
მასწავლებელი91
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ია ღვინაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
01/07/2026
ავტორიზაციის დასრულება
01/07/2035
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ისანი-სამგორი, თრიალეთის ქ. №7

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
200
თავისუფალი ადგილი
90
სსსმ ლიმიტი
20
სსსმ თავისუფალი ადგილი
15
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის მ ი ს ი ა მისია არის აღზარდოს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქე. ხ ე დ ვ ა სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის ხედვაა, წარმართოს მდგარდი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესი. შეძლოს მოსწავლეთა აღჭურვა 21-ე საუკუნის გამჭოლი კომპეტენციებით. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარებას. ასევე ისეთი ღირებულებების განვითარებას, როგორიც არის: ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება. სკოლას აქვს საკუთარი სტრატეგიული განვითარების ერთწლიანი სამოქმედო და შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული და განსაზღვრულია სასკოლო საზოგადოების ინტერესები და პრიორიტეტები. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობისა და გამოყენების უნარების გამომუშავება, მოსწავლეებს მისცემს მყარ საფუძველს, მომავალში დაძლიონ ცხოვრებისეული გამოწვევები. ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6.ტოლერანტობა; 7. პატრიოტიზმი; 8. პასუხისმგებლობა; 9. განვითარება და ინოვაციურობა. სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის მიზნები ს კ ო ლ ი ს მ ი ზ ა ნ ი ა: ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; გ) მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. დ) მდგრადი განვითარების ფარგლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე, წიგნიერი, ტოლერანტი, დემოკრატიის საერთაშორისო პრინციპების გამტარებელი, ანალიტიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე. ე) აღზარდოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია ტექნოლოგიური და ციფრული ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, ახალი, მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შექმნა. ვ) ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი გარემოს შექმნა

დოკუმენტები

სკოლის შინაგანაწესი 2025-2026.pdf10/02/2026 22:59:52 · 0.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

მოკლე ინფორმაცია შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით ძირითად ამოცანად, სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

დოკუმენტები

2026-2033-სტრატეგიული გეგმა - სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა.pdf10/02/2026 23:26:58 · 0.36 MB
ხარისხის უზრუნველყოფის პილიტიკა.pdf13/03/2026 09:46:47 · 2.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 წელი- სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა.pdf10/02/2026 23:27:31 · 0.26 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026.pdf13/03/2026 09:46:11 · 0.65 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით მუდმივად იგეგმება სხვადასხვა ტიპის არაფორმალური აქტივობები. აღნიშნული ღონისძიებები/პროექტები ხორციელდება სკოლაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური კადრების ხელმძღვანელობით. სკოლაში მუდმივად ტარდება სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიებები, სასწავლო- შემეცნებითი სასწავლო აქტივობები,სპორტული შეჯიბრებები, მხიარული სტარტები, ექსკურსიები, ერთობლივი გასვლები მუზეუმებში, თეატრებში და სხვა. სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მთავარ რგოლს წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც შუამავალ როლს ასრულებს სკოლის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში. შესაძლებლობის ფარგლებში სკოლის დირექცია განიხილავს მათ ინიციატივებს, მოსაზრებებს და მაქსიმალურად ცდილობს მხარდაჭერას. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების მიწოდების მიზნით, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა კლუბებს. სკოლის პრაქტიკიდან გამომდინარე, სასკოლო კლუბების შეთავაზება ხდება მოსწვალის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, თავად ბავშვები წყვეტენ, რომელი კლუბებია მათთვის საინტერესო და მისაღები. სკოლაში ფუნქციონირებს ‘ხელოვნების მოყვარულთა კლუბი“ და „ფიზიკის კლუბი“. სკოლა მუდმივად აწვდის ინფორმაციას არაფორმალური განათლების მიმართულებით არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სკოლის ადმინისტრაცია მუდმივად მზადაა მშობლებთან კომუნიკაციისთვის და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ პირდაპირ დირექციას, თუ მათ სურთ კონკრეტული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების მიღება. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: ფეხბურთი. ქართული ხალხური ცეკვები, ხელოვნება, სიმღერა. მშობელთა დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სააღმზრდელო საგანმანათლებლო წრეს - გახანგრძლივებულს (კვების გარეშე). ასევე, სკოლას აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული - საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციასთან.

დოკუმენტები

მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf13/03/2026 08:43:57 · 2.39 MB
ფიზიკის მოყვარულთა კლუბი ,, ფოტონი''- სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა.pdf13/03/2026 08:43:57 · 0.04 MB
ხელოვნების მოყვარულთა კლუბი-სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა.pdf13/03/2026 08:43:57 · 0.07 MB
ბიბლიოთეკის დებულება.pdf13/03/2026 09:23:58 · 2.26 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები5 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლის შინაგანაწესი 2025-2026.pdf10/02/2026 23:53:35 · 0.31 MB
პერსონალური მონაცემების დაცვა.pdf13/03/2026 09:41:24 · 3.92 MB
პერსონალის კანონიერი უფლების დაცვა.pdf13/03/2026 09:41:24 · 0.85 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf13/03/2026 09:41:24 · 2.39 MB
მშობლებთან ურთიერთობის დებულება.pdf13/03/2026 09:41:25 · 1.35 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბიუჯეტი (პროექტი) 2026 წლის.pdf13/03/2026 10:11:52 · 0.23 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე