ქარელი, სოფელი ბრეთის მეურნეობა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 20
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი ბრეთის მეურნეობა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია „ჩვენ გავხდებით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საჯარო სკოლა”. ეს მოხდება სწავლის ხარისხის გაუმჯობესების , ახალი იდეების დანერგვისა და წარმატების დიდი სურვილის დახმარებით! ამ მიზნების მისაღწევად სკოლაში შევქმნით შრომისა და სწავლის მაღალ მოტივაციის, მეგობრობის, თანამშრომლობის და პატივისცემის ატმოსფეროს! ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ ადამიანი ყველაზე ძვირფასი რესურსია და გულწრფელად გვჯერა, რომ მშობლები გულწრფელად დაგვეხმარებიან ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში“. სკოლაში მისია გამოკვეთს სკოლის სპეციფიკას, საჭიროებებსა და ის თანხვედრაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. კერძოდ, სკოლის მისია პირდაპირ მიემართება პირველ რიგში მოსწავლის უნარებისა და ცოდნის ჩამოყალიბებას, რომელიც სამომავლოდ მას მისცემს საზოგადოებაში დამკვიდრების შესაძლებლობას. თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ღირებულებაა სკოლისათვის, განსაკუთრებით, ისეთ რაიონში, სადაც სწავლობენ ჩვენი მოსწავლეები. სკოლაში არსებული პირობებით მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიონ სხვა ქალაქებში მცხოვრებ ახალგზრდებს და გახდნენ თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქეები. ხედვა სკოლის ხედვა ცალკე არ არის გამოყოფილი, თუმცა ვფიქრობთ, ერთ-ერთი საუკეთესო სკოლის ტიტულის მოპოვება და ადგილის დამკვიდრება სწორედ რომ ხედვას მიემართება. ამისათვის კი სიახლეების დანერგვა, ტექნოლოგიების ადაპტირება, უკუკავშირების მიღება, სწორ ღირებულებებზე მოსწავლეების აღზრდა ერთიანობაში გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს, რაც სკოლის წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია. ვინაიდან, ამჟამინდელი სკოლის მისია შემუშავებულია სკოლის წარმომადგენელთა მცირე ჯგუფის მიერ, შემდეგი სასწავლო წლისთვის, ვგეგმავთ სრული სასკოლო საზოგადოების ჩართვას, ეროვნული მიზნების სიღრმისეულად გააზრებასა და სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. 1. სკოლა მისიითა და ხედვით განსაზღვრავს საკუთარ როლს, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ სოციო-კულტურულ სივრცეს. აღნიშნულ ნაწილში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენს სკოლაში ყველა მოსწავლე, ყველა თანამშრომელი და სასკოლო საზოგადოების ყველა სხვა წევრი არის თანასწორი. სკოლა ქმნის გარემოს, რომელშიც ნებისმიერ პირს შეუძლია გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და აძლევს საშუალებას დაეუფლონ ახალ უნარებს. გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სავალდებულო საგნებისა, სკოლა მოსწავლეებს დღეის მდგომარეობით ვერ სთავაზობს არაფორმალურ განათლებას, თუმცა, მოსწავლეთა ინტერესების, ტერიტორიული პრობლემების გადაჭრისა და შესაბამისი კადრების მოძიების შემთხვევაში, ვგეგამვთ მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეებს შევთავაზოთ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება. დღეის მდგომარეობით, სკოლა მოკლებულია შესაძლებლობას მოსწავლეებს მისცეს საშუალება გაიარონ პროფესიული ორიენტაციისა და დაგეგმვის კურსი, თუმცა, სამომავლოდ, ფინანსური რესურსისა გაუმჯობესებისთანავე, სკოლა უზრუნველყოფს აღნიშნულ მომსახურებას, რაც არ იქნება მხოლოდ სკოლაში დანერგილი კურსი, არამედ სხვადასხვა ექსკურსიებითა და განსხვავებული პროფესიების მქონე ადამიანების მოწვევით მოსწავლეებს მკაფიოდ დაანახებს სკოლის შემდეგ არსებულ შესაძლებლობებს, რაც სავარაუდოდ სამომავლო პროფესიის არჩევის საფუძველიც კი შეიძლება გახდეს. თუმცა მანამდე, აღნიშვნის ღირსია სკოლაში არსებული თანამშრომლური გარემო. მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინიციატივები წახალისებულია. წახალისება, რა თქმა უნდა, არ გამოიხატება მხოლოდ მატერიალურ ნაწილში, თუმცა სკოლის დირექცია მუდმივად მხარს უჭერს ინიციატივებს, პრეზენტაციებს, კვლევებს, პროექტებსა და ა.შ.. ე.წ. მესამე თაობის ეროვნულმა სასწავლო გეგმამ კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა სასკოლო საზოგადოების სრული ჩართულობა. მაგ., მოსწავლეები არა მხოლოდ დამოუკიდებლად ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს, არამედ მათ მომზადებაში ჩართულნი არიან მათი ოჯახის წევრები. ისინი, ასევე, ესწრებიან მოსწავლეთა პრეზენტაციებს. ამ ეტაპზე, სკოლა უკუკავშირის თვალსაზრისით მხოლოდ ზეპირ ფორმას იყენებს, თუმცა, სკოლის საჭიროებების კვლევისა და განვითარების გეგმის შემუშავებისთვის, იგი გეგმავს კვლევის ჩატარებას სხვადასხვა მიმართულებით (მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები). ვფიქრობთ, კითხვარების შევსება მოხდება ანონიმურად, რათა მივიღოთ გამჭირვალე და ობიექტური პასუხები, რაც ერთიანობაში დაგვანახებს ნაკლოვანებებს, ძლიერ მხარეებსა და გასაუმჯობესებლ ნიუანსებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი, სკოლა დოკუმენტურად ეყრდნობა როგორც სკოლის შინაგანაწესს, ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 06/ნ ბრძანებით განსაზღვრულ უსაფრთხოების წესებს, ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, სანიტარიისა და სისუფთავის დაცვისთვის განსაზღვრულ გაიდლაინებს. ასევე, სკოლის შენობაში დამონტაჟებულია ვიდეო-სათვალთვალო კამერები, სკოლას ჰყავს დარაჯი, უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი პირი, მორიგე მასწავლებლები და შენობის ყველა სართულზე გამოკრულია საევაკუაციო გეგმა.
სკოლის სრუქტურა
დანართი №1 დამტკიცებულია ბრძანება №2-59. 25/08/2023 წელი სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2022-2029 სარჩევი 1. შესავალი: 2. სკოლის მანდატის მიმოხილვა 3. მისია 4. ხედვა 5. ღირებულებები 6. სტრატეგიული ჩარჩო 7. SWOT ანალიზი ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები საფრთხეები. შესაძლებლობები 8. სტრატეგიის შეფასება 9. სტრატეგიული მიზნებისათვის მისაღწევი საჭი რო რესურსები 10. მშობლებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კამპანიის სტრატეგია. 11. მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები; სტრატეგიული განვითარების გეგმა 1. შესავალი: სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდა 1970 წელს. სკოლას სრული რეაბილიტაცია არ ჩაუტარებია. სკოლა 2021 წლიდან ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“. სკოლა მუშაობას წარმართავს გრძელვადიანი (2022- 2029 წწ) სტრატეგიული გეგმის შესაბამისად. სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და SWOT (ძლიერი, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია (2022-2029 წწ) წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას. 2. სკოლის მანდატის მიმოხილვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ " საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა: • ქმნის პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის; ხელს უწყობს მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთა დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებას. • საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. • საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. • საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. • სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მი
მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმუ
მოსწავლის უფლებების კანონიერი ინტერესების მარეგულირებელი სკოლის შიდა აქტი
სკოლის შენობების ინფრასტრუქტურა
ფინანსური ანგარიშგება