რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · კასპი · კასპი, სოფ. ქვ/გომი

რეესტრის კოდი#2412
მოსწავლე125
მასწავლებელი21
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ეკატერინე კურტანიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
07/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
07/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

კასპი, სოფ. ქვ/გომი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
11
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სკოლის მისია: მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და XXI საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ კანონმორჩილ, ტოლერანტ, გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, იბრძოლებენ და იშრომებენ მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად. ხედვა: სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. თავისი საქმიანობით პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და გამოწვევებს. ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. ღირებულებები: განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და მიუკერძოებლობა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ პასუხისმგებელნი ქვეყნის წინაშე.

დოკუმენტები

სკოლის ფილოსოფია.pdf26/09/2023 16:42:44 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა3 დამატებითი მასალა

ორგანიზაციული სტრუქტურა არის საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუალება, სადაც ორგანიზაციის თითოეულმა წარმომადგენელმა იცის საკუთარი საქმიანობა და განსაზღვრულია მისი როლი. სწორად დაგეგმილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელს უწყობს ურთიერთობებს, ადგენს პოზიციებს, ფორმალური ანგარიშვალდებულების ხაზებს კონკრეტულ თანამდებობებს, პოზიციებსა თუ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რაც აორგანიზებს პერსონალის შრომის პროცესს.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf26/09/2023 11:09:53 · 0.45 MB
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა - 2025 წელი.pdf16/07/2025 13:14:16 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2023-2030 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კამპანიის სტრატეგია.

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf13/11/2023 14:05:50 · 0.47 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის ერთწლიანი (2023-2024 წწ) სამოქმედო გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სამოქმედო გეგმაში გაწერილია 2023-2024 სასწავლო წლის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კამპანიის გეგმა.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf13/11/2023 14:09:15 · 0.36 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები3 დამატებითი მასალა

სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლa (შემდგომში „სკოლა“) დაინტერესებულია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა სკოლაში ადაპტაციას და გააადვილოს სასკოლო პროცესში პირველკლასელთა და მობილობის წესით გადმოსული მოსწავლეების ჩართულობა. ამასთან, აღნიშნული წესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ მოსწავლეების ადაპტაციის პროცესის გასამარტივებლად, რომელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას ართულებს ენობრივი ბარიერის არსებობა.

დოკუმენტები

მოსწავლის, პერსონალის, მშობლისკანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა.pdf01/11/2023 13:53:22 · 0.22 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf01/11/2023 13:53:22 · 0.19 MB
სკოლის ჩარჩო დოკუმენტი - მოსწავლეთა უფლებების დაცვის მიმართულებით.pdf08/11/2023 15:31:19 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

წინამდებარე სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

დოკუმენტები

ქვემო გომის საჯარო სკოლის შინაგანაწესი .pdf07/11/2023 15:58:00 · 0.23 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა
ფინანსები4 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

2024 წლის საბიუჯეტო განაცხადი - საჯარო სკოლები (ქვემო გომის საკჯარო სკოლა).xlsx07/11/2023 15:51:00 · 0.04 MB
2026-წლის-საბიუჯეტო-განაცხადი-საჯარო-სკოლები ქვემო გომი.xlsx17/12/2025 15:17:15 · 0.05 MB
2025 წლის საბიუჯეტო განაცხადი - საჯარო სკოლები ქვემო გომი.xlsx17/12/2025 15:17:15 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე