თბილისი, ისანი-სამგორი, ლილოს დასახლება
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 200
- თავისუფალი ადგილი
- 85
- სსსმ ლიმიტი
- 21
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 17
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ლილოს დასახლება
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ თბილისის N107 საჯარო სკოლის მისიაა არის მოსწავლეების აღზრდა და განვითარება, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს პასუხობს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, სამოქალაქო ცნობიერებით და ეროვნული ღირებულებებით. ჩვენი სკოლის ხედვა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და გვიჩვენებს იმას, თუ სად სურს სკოლას დამკვიდრება გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა სკოლა გახდეს კიდევ უფრო პრესტიჟული, კონკურენტუნარიანი, წარმატებული და იყოს ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში. ამასთანავე, სკოლა ორიენტირებულია აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება, რომელსაც მისცემს სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დამყარებულ საფუძვლიან განათლებას. სკოლის ხედვა და მისია შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.
სკოლის სტრუქტურა იხ. ბმულზე: https://emis188-my.sharepoint.com/:b:/g/personal/tbilisi107_mes_gov_ge/EaS_XbxAc0BMohbZuAPn4KoByh1qKw9BdMiefRneubNBIg?e=fPLTT7
მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურები და პროგრამების სახელწოდებები პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04/ნ ბრძანების თანახმად. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან სსსმ მოსწავლეები და მშობლის მომართვის საფუძველზე იგზავნება მოთხოვნა მოსწავლის შეფასების შესახებ. მიღებული დასკვნის საფუძველზე მოსწავლეს ენიჭება სტატუსი. მეორე ეტაპზე ირიცხებიან მოსწავლეები რომელთა და-ძმა სწავლობს მიმღებ სკოლაში ან მშობელი არის დასაქმებული. ხოლო მესამე ეტაპზე ე. წ. საყოველთაო რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ registration.emis.ge ვებგვერდის გამოყენებით. დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება კანონით განსაზღვრულ ვადებში. მობილობის შემთხვევაში მშობლის განცხადების საფუძველზე ელექტრონული ბაზის მეშვეობით ხდება მომართვის დადასტურება და მოსწავლის ჩარიცხვა/ამორიცხვა. რაც შეეხება აღიარების შედეგად მოსწავლის ჩარიცხვას, მშობლის მომართვის საფუძველზე სკოლა ამზადებს დასკვნას თავსებადობის შესახებ და აწვდის მშობელს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად. მიღებული აღიარების დოკუმენტის თანახმად და მშობლის განცხადების საფუძველზე ხდება მოსწავლის ჩარიცხვა. ხოლო განსხვავებული საგნების დასაძლევად მოსწავლე აბარებს ექსტერნის გამოცდებს. სტატუსის შეჩერება ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე (საზღვარგარეთ გადასვლა; რომლებსაც თავის მხრივ სხვა ვალდებულებები მოყვება, როგორიცაა რეფერირება მანდატურის სამსახურის სოციალურ მუშაკის. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მშობელს ეგზავნება შეტყობინება, რომ მის შვილს შეუჩერდა სტატუსი. სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლიური, საშემოდგომო და ექსტერნის გამოცდის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას მშობლები იღებენ სასწავლო წლის დასაწყისში. მშობლებთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი მეთოდები გამოიყენება: პირისპირ შეხვედრები, სატელეფონო კომუნიკაცია, სოციალურ ჯგუფებში კომუნიკაცია. მშობლებთან მათი შვილის მოსწრების, საფეხურის დაძლევის და პიროვნული თვისებების განხილვა ხდება ინდივიდუალურად. შექმნილია ბრძანებით ისგ ჯგუფები; პერიოდულად ხდება სსსმ მოსწავლეების ისგ-ების განხილვა და შეფასება; დოკუმენტები ინახება როგორც სპეციალურ მასწავლებელთან, ასევე დირექციაში. მობილობით მოსწავლის ჩარიცხვა ხდება მშობლის განცხადებისა და ელ. დასტურის საფუძველზე. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს 3 ტიპის პროგრამას: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. ამ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ზემოთ აღნიშნული წესით. საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევის შემდეგ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსწავლეთა მხარდაჭერის სერვისებში გაწერილი გვაქვს მათი წახალისება სიგელით, დიპლომით და მადლობის გამოცხადებით. სკოლაში მოქმედებს მოსწავლეთა ადაპტაციის წესი, იმართება ღია კარის დღეები პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, სკოლას აქვს გაფორმებული მემორანდუმი პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლის ფარგლებში დროულად ხდება შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მოსწავლეებს ეხმარებათ პროფესიის არჩევაში. სკოლაში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხდება წარმატებული კურსდამთავრებულების მოწვევა. ასევე დიდი ყურადღება ექცევა ოსწავლეთა მხრიდან გაჟღერებული ინიციატივების შერჩევა, გათვალისწინება და განხორციელება. არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს ქართული ენის წრე. სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბები და წრეები (იხ. ქვემოთ) 1. სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ტოლერანტი თაობა" ვებგვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100075716813472 2. გახანგრძლივებული სწავლების წრე (https://emis188-my.sharepoint.com/:w:/g/personal/tbilisi107_mes_gov_ge/EVXAFdDv0zlBuKxsHWvLZTsBt1Z7M2gxwfflO3WWl_qngA?e=CNyYg1) 3. ცეკვის სტუდია ( https://emis188-my.sharepoint.com/:w:/g/personal/tbilisi107_mes_gov_ge/EVXAFdDv0zlBuKxsHWvLZTsBt1Z7M2gxwfflO3WWl_qngA?e=CNyYg1) 4. ხალხური და საესტრადო სიმღერების წრე (https://emis188-my.sharepoint.com/:b:/g/personal/tbilisi107_mes_gov_ge/EZXtYePJuAtEhsdIFDEgOzUBkNZfnwnMpI11AcZa_sJCFQ?e=pn3E5s)
სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნები დაგასაჩივრების მექანიზმები.
სკოლა მდებარეობს ლილოს დასახლებაში, წარმოადგენს ტიპიურ 4 სართულიან შენობას, რომელიც ე. წ. გადასასვლელი ხიდით აკავშირებს 2 კორპუსს. თითოეულ სართულზე განთავსებულია საკლასო ოთახები, სულ 53, მათ შორისაა კომპიუტერული, ფიზიკის, ბიოლოგიის და ქიმიის ლაბორატორია. ასევე შენობაში მოწყობილია 1 რესურს ოთახი სსსმ და შშმ პირებისთვის, ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი, ერთი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, კანცელარია-დირექტორის კაბინეტი და მენეჯერი-ბუღალტრის კაბინეტი. სკოლას გააჩნია შიდა ლიფტი და სველი წერტილი სსსმ და შშმ პირებისთვის, ეზოში სგას საქვაბე, ეზო შემოსაზღვრულია ღობით.
2024 წლის ბიუჯეტი სამეურვეო საბჭოს ოქმით (იხ. მიბმული ფაილი).