კასპი, სოფ. კავთისხევი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 19
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · კასპი · კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი კავთისხევის 39-ე ქუჩა N5
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სკოლა იზრუნებს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების დანერგვით ხელი შეუწყოს მოსწავლეებისათვის უსაფრთხო, პოზიტიური, ზრუნვისა და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს ფორმირებას, რომელიც მათ რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. მომავლის ხედვა სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლია 2029 წლისათვის იქნება საქართველოს მასშტაბით მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლა, მშობლებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად იზრუნებს მდგრადი განათლების მიზნების გაცნობიერებასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შერჩევა-გამოყენებაში. სკოლა იქნება ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებითა და მიდგომებით: სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, გუნდური მუშაობა, სხვათა შრომის, მიღწევების დაფასება, განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა.