რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ხიდისთავი

რეესტრის კოდი#2385
მოსწავლე373
მასწავლებელი36
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მანანა ჯალაბაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
15/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
15/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

გორი, სოფელი ხიდისთავი

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
34
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, რათა მან შეძლოს გაუმკლავდეს XXI საუკუნის გამოწვევებს. იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი. სკოლის ხედვა ,რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო დაწესებულება. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. სკოლის ღირებულებები: განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით იხელმძღვანელებს სკოლა პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები. სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს: სამეურვეო საბჭოს,სკოლის დირექციას,პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს,მოსწავლეთა თვითმმართველობას,დისციპლინურ კომიტეტს,ტექნიკურ პერსონალს.

დოკუმენტები

სტრუქტურა.docx24/11/2023 13:38:43 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

7 (შვიდ) წლიანი (2023-2030) სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

დოკუმენტები

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა.pdf16/02/2024 15:05:59 · 0.39 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx23/09/2025 11:32:33 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის.docx11/03/2025 14:08:42 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები8 დამატებითი მასალა

სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები.

დოკუმენტები

მოსწავლეთა-ინიციატივების-მხარდაჭერის-წესი.docx30/11/2023 16:48:42 · 0.03 MB
პროფესიული-ორიენტაციისა-დაგეგმვისა-და-კონსულტირების-გაწევის-წესი.pdf08/12/2023 15:38:35 · 3.74 MB
პერსონალის-ადაპტაციის-წესი.pdf08/12/2023 15:38:36 · 3.58 MB
მოსწავლეთა-ადაპტაციის-წესი.pdf08/12/2023 15:38:37 · 6.02 MB
ინკლუზიური განათლების პროგრამა და დებულება.pdf16/02/2024 15:58:49 · 8.15 MB
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია.pdf16/02/2024 17:42:16 · 4.07 MB
ინტერვენციის გეგმა.pdf16/02/2024 17:42:17 · 5.75 MB
სასკოლო-სასწავლო-გეგმა-2025 -2026-სასწ.-წელი-დასრულებული - Copy.docx23/09/2025 11:34:57 · 0.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები5 დამატებითი მასალა

სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი.

დოკუმენტები

მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები;.pdf08/12/2023 16:14:56 · 23.63 MB
გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf16/02/2024 15:58:31 · 23.63 MB
ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი (2).docx16/02/2024 17:17:21 · 0.02 MB
ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.pdf16/02/2024 18:20:26 · 5.93 MB
შინაგანაწესი- 2025-2026.docx23/09/2025 11:35:46 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკელი ხალხის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში MILLENNIUM.

ფინანსები3 დამატებითი მასალა

სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 757 383 შრომის ანაზღაურება 637 320 კომუნალური გადასახადები 47 900 ინფრასტრუქტურის განვითარება 3000 სხვა ხარჯი 69 163

დოკუმენტები

ანგარიშგება3.pdf04/12/2023 15:28:41 · 5.33 MB
ანგარიშგება2.pdf04/12/2023 15:28:42 · 5.98 MB
ანგარიშგება1.pdf04/12/2023 15:28:42 · 6.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე