რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ვარიანი

რეესტრის კოდი#2381
მოსწავლე180
მასწავლებელი23
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ქეთევან მეგრელიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

გორი, სოფელი ვარიანი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
11
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის ხედვა ვხედავთ ჩვენს სკოლას, როგორც ინოვაციურ და ჰუმანურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იაკობ გოგებაშვილის იდეები თანამედროვე გამოწვევებთან ერთად ქმნის მყარ საფუძველს მოსწავლეთა სულიერი, ინტელექტუალური და სოციალური განვითარებისათვის. ვისწრაფვით, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ განათლებული, ეროვნული თვითშეგნების მქონე, ჰუმანური და პროგრესული ადამიანები, რომლებიც მზად არიან საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებებისათვის და საკუთარი ცოდნითა და ღირებულებებით ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს გლობალურ სამყაროში. სკოლის მისია ჩვენი მისიაა, უზრუნველვყოთ მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარება თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებითა და იაკობ გოგებაშვილის იდეებზე დაფუძნებული ღირებულებებით. ვცდილობთ, თითოეულ მოსწავლეს შევუქმნათ უსაფრთხო, ინკლუზიური და შთამაგონებელი გარემო, სადაც ეროვნული თვითშეგნება, ჰუმანურობა, პატიოსნება და ცოდნისკენ სწრაფვა ორგანულად ერწყმის 21-ე საუკუნის უნარებსა და მრავალფეროვნების პატივისცემას. ვზრუნავთ, რომ ჩვენი მოსწავლეები გაიზარდონ თავისუფალ, პასუხისმგებელ და ღირსეულ მოქალაქეებად, რომლებიც პატივს სცემენ როგორც ეროვნულ, ისე უნივერსალურ ფასეულობებს. სკოლის ღირებულებები: სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასკოლო საზოგადების თითოეული წევრის საუკეთესო ინტერესებით, საჭიროებებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: ჰუმანურობა: ჩვენ ვქმნით უსაფრთხო, ინკლუზიურ და მზრუნველ ატმოსფეროს, სადაც თითოეული ადამიანი დაფასებული და მხარდაჭერილია. უზრუნველყოფილია პიროვნული ზრდა, ემოციურ კეთილდღეობა და ჯანმრთელი საზოგადოებრივი ურთიერთობები. გუნდურობა: სკოლის განვითარებაზე ვზრუნავთ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ გაზიარებული პასუხისმგებლობით. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ეფუძნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების მიკერძოებულობას. გამჭვირვალეობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული მხარისათვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას/ სკოლის მიერ შემუშვებულ შიდა რეგულაციებს და ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოებისა და დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს; თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ პირებთან, მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. განვითარება: გონივრულ ვადებში ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ შემდგომი განვითარების ახალ გზებს.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის სტრუქტურა წარმოდგენილია დანართის სახით

დოკუმენტები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის სტრუქტურა.pdf16/09/2024 16:16:10 · 0.35 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

დანართის სახით ატვირთულია სასკოლო კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია.

დოკუმენტები

სასკოლო კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია 2024.pdf02/10/2024 12:58:36 · 0.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი.

დოკუმენტები

შინაგანაწესი-სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლა.pdf13/09/2024 17:19:17 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლის ძირითადი შემოსავალია ვაუჩერული დაფინანსება და საქართველოს განათლების,მეცნიერებებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან მისაღები სხვა შემოსავლები. სკოლას აქვს ასევე დამატებითი შემოსავალი საიჯარო გადსახადების სახით. სკოლის ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების საჭიროებებს, შედგენილია სკოლის დირექტორისა და ბუღალტრის მიერ და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.

დოკუმენტები

ბიუჯეტი -2025.pdf18/03/2025 13:59:01 · 2.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე