გორი, სოფელი უფლისციხე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 16
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი უფლისციხე
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა ჰქონდეს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სწორად გააზრებული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეზე, რაც იმას ნიშნავს რომ სკოლის განვითარების სტრატეგიის ყოველი მუხლისა თუ პუნქტის შესრულების შედეგი უნდა აისახებოდეს მოსწავლეზე, დაეხმაროს მოსწავლეებს რომ ჩამოუყალიბდეთ სულიერი ფასეულობები, აღზარდოს განათლებული, ტოლერანტი, კონკურენტუნარიანი, კომუნიკაბელური, შემოქმედებითი, საკუთარი ქვეყნისა და სხვათა ტრადიციების დამცველი, სამოქალაქო აზროვნების მქონე პიროვნება, რომელიც მუდმივად თვალყურს ადევნებს, აანალიზებს და პროგნოზს უკეთებს, როგორც ქვეყნის, ისე მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც ხელს შეუწყობს მოზარდს სწორად შეაფასოს გარემოში მიმდინარე პროცესები, მიაღწიოს წარმატებულ პროფესიულ კარიერას, რათა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში და იზრუნოს ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისათვის. ხედვა სკოლა ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების,პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ღირებულებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების ხარისხზე ზრუნვა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა,სამართლიანობა, თანადგომა და ურთიერთპატივისცემა
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზით.სტრატეგიული დაგეგმის პროცესში სკოლამ დაიცვა სამოქმედო პრინციპები: გუნდური მუშაობა, თანამონაწილეობა და გამჭირვალობა.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლის 2023 – 2024 წლების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სკოლის მისიიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში მოქმედებს სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისები: ა) დისციპლინარული კომიტეტის დებულება; ბ) ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის დებულება გ) მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დებულება
სკოლის ბიუჯეტი - 340295 შრომის ანაზღაურება - 323028 კომუნალური გადასახადები - 7445 სოციალური და საპენსიო - 2650 სხვა ხარჯები - 7172