გორი, სოფ. ტყვიავი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 26
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ტყვიავი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია: აღვზარდოთ უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენისა და საცხოვრებელი ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებისა და დაცვის უნარების მქონე პიროვნება, რომელსაც შეეძლება საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალური რეალიზება . სკოლის ხედვა: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა 2030 წლისთვის იქნება წარმატებული კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლა ორიენტირებულია რომ მისი თითოეული მოსწავლე აღჭურვოს მისი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ- ჩვევებით, გაზარდოს ისეთ მოქალაქეებათ, რომლებიც თავიანთ პროფესიულ ცოდნასა და უნარებს ქვეყნისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ. სკოლის ღირებულებები: • დემოკრატია და კანონის უზენაესობა; • უსაფრთხოება; • განვითარებისკენ სწრაფვა; • ურთიერთთანამშრომლობა და პატივისცემა. • კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;
ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან გამომდინარე სკოლაში მოქმედებს ექვსი სტრუქტურული ერთეული: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი და მრჩეველთა საბჭო.
სკოლაში შემუშავებულია სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები. მაგ: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზიციის გეგმა; კურუკულუმის შემუშავების-მეთოდოლოგია; პერსონალის ადაპტაციის წესი სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლას 2015-2016 წლებში ჩაუტარდა მილენიუმის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია
სკოლის ბიუჯეტი - 626 302 ლარი; შრომის ანაზღაურება - 583 588 ლარი; კომუნალური გადასახადები - 27 500 ლარი; შენობის ინფრასტრუქტურის ხარჯი - 5000 ლარი; სხვა ხარჯი - 10 214 ლარი.