გორი, სოფელი ტირძნისი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 29
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ტირძნისი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში აღზარდოს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული, სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნება, რომლსაც ოჯახის, საზოგადოების და კულტურულ ფასეულობათა პატივისცემით გააზრებული ექნება თავისი როლი სახელმწიფოს წინაშე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის, ოჯახის და თემის თანამშრომლობით და პასუხისმგებლობის გადანაწილებით, სასწავლო პროცესის მოწყობა ისე, რომ ყველა ბავშვმა მოძებნოს საკუთარი თავი სკოლის სისტემაში და მოახერხოს საუკეთესო შესაძლებლობების რეალიზაცია; სკოლა მოსწავლეებს ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შესთავაზებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, გააძლიერებს არაფორმალურ განათლებას და გახდება კონკურენტუნარიანი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა)