გორი, სოფ. ქვემო ნიქოზი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 16
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ქვემო ნიქოზი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია: აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარები, გააღვივოს მათში შემოქმედებითი აზროვნება და აღზარდოს ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ლიდერი. სკოლის ხედვა: თითოეული მოსწავლისთვის ხარისხიანი, თანაბარი და უწყვეტი განათლებით უზუნველყოფა . ღირებულებები: თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა მოქმედებს განათლების სფეროში აღიარებული ისეთ ღირებულებებით, როგორიცაა: • პროფესიონალიზმი • თანამშრომლობა • ტოლერანტობა • ბავშვთა უფლებების დაცვა • ინოვაციურობა და კრიტიკული აზროვნება • ღიაობა • უსაფრთხოება
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, და დისციპლინურ კომიტეტს. ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები
2013 წელს ევროპული სარდლობისა და თბილისში აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, სოფელ ქვემო ნიქოზში აშენდა კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა. სკოლა არის დაწყებითი საფეხური (6 კლასი) სკოლას გააჩნია სასკოლო სასწავლო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ, შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები. სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის, მათზე მორგებული სასწავლო გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. სკოლაში შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით. რაც შეეხება სკოლის მატერიალურ რესურსს, გაცნობებთ, რომ სსიპ კირიონ II-ის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლას სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს 8928.00კვ.მ. ფართი, მასზე არსებული შენობა-ნაგებით 389.58 კვ.მ. შენობაში განთავსებულია 7 საკლასო ოთახი, რომლებიც აღჭურვილნი არიან სათანადო ინვენტარით: მერხებით, სკამებით და სასკოლო დაფით. სკოლაში ასევე არის სამასწავლებლო, დირექტორის კაბინეტი, საქვაბე ოთახი, დამლაგებლისთვის განკუთვნილი სათავსო ოთახი, რესურს ოთახი. სველი წერტილები განთავსებულია სკოლის შენონაში და უზრუნველყოფილია ყველა პირობით. სკოლას ასევე აქვს გარე სპორტული მოედანი. სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და ინტერნეტის მიწოდების უწყვეტი სისტემა, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები. სკოლაში დაცულია მოსწავლთა და პერსონალის უსაფრთხოება. უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება, არსებობს ევაკუაციის გეგემა, რომელიც განთავსებულია თვლასაჩინო ადგილას. სკოლას ასევე აქვს შინაგანმაწესი, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურებს. სკოლაში შემოსასვლელ კიბეებს დამაგრებული აქვს პანდუსი, რაც შშმ მოსწავლეს აძლევს შენობაში შესვლისა და გადაადგილების შესაძლებლობას. სკოლაში ფუნქციონირებს რესურსოთახი, რომელიც მორგებულია სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე. სკოლას ჰყავს სპეციალური პედაგოგი, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ სსსმ მოსწავლესთან და ეხმარება მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. საკლასო ოთახში განთავსებულია 6 კომპიუტერი; ოთახში გაკვეთილები ჩანაცვლებით ტარდება. იგი უზრუნველყოფილია მუდმივი ინტერნეტით. მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ მოსწავლეებთან ერთად და მიიღონ ინტერნეტით მათთვის საჭირო ინფორმაცია. სკოლას, ასევე, აქვს ელექტრონული ფოსტა. სკოლა მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისთვის და თანამშრომლებისთვის ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს. სკოლა იცავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 იანვრის N06/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობებს“. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჰყავს მრჩეველთა საბჭო. სკოლა წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისათვის პერიოდულად ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიას მოსწავლეებისთვის და მშობლებისათვის. სკოლაში არის დარაჯი რომელიც სასწავლო პროცესის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს სკოლაში გარეშე პირების გადაადგილების კონტროლს. სკოლას, ასევე, ჰყავს უფლებამოსილი პირი, რომელიც უზრუნველყოფენ სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვას. გარდა ამისა სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომელიც შედგება: სკოლის დირექციის, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალისა და მასწავლებლებისაგან, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებები. დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები, თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამოყენების წესი განისაზღვრება სსიპ - კირიონ II-ის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლასა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის მიხედვით. გარდა ამისა, მასწავლებლის უფლება - მოვალეობები განისაზღვრება მასწავლებლის პროფსიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად. სკოლის დირექცია შედგება დირექტორის და ბუღალტრისაგან. სკოლის ადმინისტრაცია წარმოდგენილია საქმისმწარმოებელის სახით, სპეციალური მასწავლებლისაგან, ხოლო ტექნიკური პერსონალი შედგება 2 დარაჯის და 1 დამლაგებლისაგან. სკოლას ასევე შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები და არსებობს დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმ
10 დეკემბრის ანგარიში