გორი, სოფელი ქვახვრელი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 13
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ქვახვრელი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მისიაა: შექმნას ისეთი გარემო,რომელიც ხელს შეუწყობს გუნდური მუშაობით-პროექტული სწავლებითა და კონფერენციების ჩატარებით ,თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პიროვნების აღზრდას. ხედვა: 2030 წლამდე ქვახვრელის საჯარო სკოლა გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება , შეძლოს საკუთარი წარმატებული პრაქტიკის ეროვნულ დონეზე გაზიარება და თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბება. ქვახვრელის საჯარო სკოლის ღირებულებებია: 1. თავისუფალი აზრის დაფიქსირება და პატივისცემა; 2. კონსესუსის გზით სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილების პატივისცემა; 3. ნდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა; 4. განსხვავებულის(აზრი, კულტურა, რელიგია და სხვა) მიმღებლობა; 5. მასწავლებლების მუდმივი პროფესიული განვითარება.
სკოლის სტრუქტურა იხილეთ მიბმულ ფაილად.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლა 2023-2030 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას ითვალისწინებს როგორც წინარე გამოცდილებას, ასევე სასკოლო ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს და სკოლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს გასაუმჯობესებელ აქტივობებს შემდეგი მიმართულებით: • სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება,მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა;მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. • სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; • მოსწავლეთა პროფორიენტაციის ხელშეწყობა, პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების ხელშეწყობა; • მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;სკოლის გარემოზე ზრუნვა. დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა სტრატეგიულ მიზნებს და სკოლის SWOT (ძლიერი, და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხები) ანალიზს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით.
იხ.ფაილი
ქვახვრელის საჯარო სკოლა ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: დაწყებითი განათლება;საბაზო განათლება';საშუალო განათლება
მოსწავლის ვალდებულებებს სასწავლო წლის დასაწყისში ვაცნობთ სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში და გამოკრულია საკლასო ოთახებში თვალსაჩინო ადგილას.
სკოლა საჭიროებს რეაბილიტაციას
2025 წელს სკოლის ბიუჯეტი შედგება -715950 ლ. 1.შრომის ანაზღაურება-620 000 ლარს 2.საქონელი და მომსახურება-90250 ლარს აქედან: შტატგარეშე თანამსრომლების ხელფასი:43600 მივლინება-420 ოფისი ხარჯი ((კომუნალური, საკანცალარიო, სკოლის შენობის მიმდინარე რემონტის ხარჯი, საწმენდ საპრიალებელი დ ა.შ)-40230 4. დამქირავებლის მიერ სოციალური უზრუნველყოფა-5400 ლარს 5.არაფინანსური აქტივების ზრდა-3000ლ 2024 წლის ფინანსური ანგარიში: სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის 2024წლის 1 იანვრის მდგომარეობით სკოლას საბანკო ანგარიშზე ერიცხებოდა ნაშთი- 34626 ლარის ოდენობით. 1. წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა- 588030 ლარი (ვაუჩერი, მასწავლებლის სერთიფიკატის დანამატი, სპეც. საგანმ. საჭიროების მქონე მოსწ.დაფინანსება, ექიმი ) ასევე სკოლას ჰქონდა ბანკის სარგებლიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი- 694 ლარი. იჯარა ქირა_730 ლარი 1.1 სულ შემოსავლამა წლის განმავლობაში შეადგინა-589454ლარი. 2. სკოლის მიერ გაწეული ხარჯები გადანაწილდა შემდეგნაირად: 2.1 შრომის ანაზღაურება- 521107 ლარი 2.2 საქონელი და მომსახურება-51541 ლარი აქედან: ა.შტატგარეშე თანამსრომელთა ხელფასი-31465 ლარი ბ.მივლინება-430 გ. დამქირაევბლის მიერ გაწეული სოციალური ხამარება-547 ნაშთი წლის ბოლის-34524