გორი, სოფელი ქერე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ქერე
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია: შევქმნათ მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, უსაფრთხო და პოზიტიური გარემო, რაც ხელს შეუწყობს მოაზროვნე, მოტივირებული, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზაციას და სათანადო ადგილის დამკვიდრებას. ხედვა: მუდმივი პროფესიული განვითარებით, უწყვეტი თანამშრომლობის პრინციპზე დაფუძნებითა და სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ჩვენი სკოლა გახდება წარმატებული და მეტად მოთხოვნადი. ღირებულებები: გუნდურობა; პროფესიონალიზმი; გამჭვირვალობა; სხვათა შრომის,მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; ინიციატივების სწორი შეფასება და წახალისება; ადამიანის უფლებების პატივისცემა;
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნა როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (ძლიერი, და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხები) ანალიზს.
დოკუმენტი წარმოადგენს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის 2023 – 2024 წლების ერთწლიან განვითარების სამოქმედო გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და ეყრდნობა სტრატეგიული განვითარების გეგმას. დოკუმენტის მიზანია, გამოკვეთოს პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც სკოლა 2023-2024 წლებში იხელმძღვანელებს. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული სასკოლო საზოგადოების წევრები.სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი იყო გამჭვირვალე. პროცესი წარიმართა ზემო აღნიშნული მხარეების ჩართულობით და განხილვაში მონაწილეობით. ვინაიდან სკოლის სამოქმედო განავითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით, გეგმის გადახედვა მოხდება პერიოდულად. სკოლის დირექტორს აქვს უფლება და ვალდებულება, შეაჯეროს ეს დოკუმენტი სამეურეო საბჭოსთან, სასკოლო საზგადოებასთან და შეიტანოს გარკვეული ცვლილებები სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში შემუშავებულია სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები. 1.სტრატეგიული დაგეგმვის,მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია; 2.კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია ; 3 .უსაფრთოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები; 4. მოსწავლის ადაპტაციის წესი; 5.პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი და მონიტორინგის მექანიზმები ; 6. ბიბლიოთეკის მუშაობის დებულება; 7. მშობლებთან ურთიერთობის დებულება; 8. პერსონალის მართვის პოლიტიკა; 9.სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესი; 10.სოციალიზაციის პროცედურები.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლაში შემუშავებულია, დამტკიცებულია და სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი;
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლას 2021-2022 წლებში ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი შეადგენს - 281 762 ლარს. შრომის ანაზღაურება - 251 666 ლარი; კომუნალური გადასახადები - 13 591 ლარი; სოციალური დახმარება და საპენსიო ფონდი - 2 243 ლარი; სხვა ხარჯები - 3 193 ლარი. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი შეადგენს - 440 904 ლარს. შრომის ანაზღაურება - 390 924 ლარი; კომუნალური გადასახადები - 21 800 ლარი; სოციალური დახმარება და საპენსიო ფონდი - 1000ლარი; სხვა ხარჯები - 8 220 ლარი.