რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის №9 საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · ქ. გორი, სტალინის ქ. №32

რეესტრის კოდი#2358
მოსწავლე1205
მასწავლებელი79
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ეკატერინე ხუციშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
27/09/2023
ავტორიზაციის დასრულება
27/09/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. გორი, სტალინის ქ. №32

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
100
თავისუფალი ადგილი
36
სსსმ ლიმიტი
10
სსსმ თავისუფალი ადგილი
6
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

მისია: ჩვენი სკოლის მისიაა, უზრუნველყოს ხარისხიანი, ინკლუზიური განათლება, რომელიც აერთიანებს ზოგად და პროფესიულ სწავლებას ერთიან, მთლიან საგანმანათლებლო პროცესში. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, პიროვნული პოტენციალის გამოვლენას, იდენტობის ჩამოყალიბებას. ჩვენ გვსურს აღვზარდოთ პატრიოტული, ტოლერანტი, ზოგადსაკაცობრიო და მაღალჰუმანისტური იდეალების ღირსეული გამგრძელებლები, რომ თავადაც შექმნან მაღალი სულიერი ღირებულებები, რადგან პროფესიული სწავლების ინტეგრაცია ზრდის ახალგაზრდების თვითშემეცნების შესაძლებლობას, ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას რეალურ ცხოვრებაში და უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევას. ხედვა: ჩვენი სკოლა ისწრაფვის, გახდეს თანამედროვე და მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც წარმატებით აერთიანებს ზოგად განათლებასა და პროფესიულ სწავლებას. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, რომ მიიღონ როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული ცოდნა, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანები მომავალში განათლებისა და შრომის ბაზარზე. სკოლას ვხედავთ, როგორც განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს განუვითარდებათ პროფესიული ინტერესები, მიეჩვევიან დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას, რაც დაეხმარებათ ცხოვრებისეული გზის არჩევაში და განუმტკიცებთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. ჩვენი გამორჩეული უნარი - მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა - 2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის. ღირებულებები: განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები: პროფესიონალიზმი სიახლეების მიმღებლობა სამართლიანობა ტოლერანტობა გუნდური კულტურა

დოკუმენტები

მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf30/06/2025 15:41:55 · 0.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. აქვე ატვირთულია დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია

დოკუმენტები

2023-2030-სტრატეგიული-შვიდწლიანი-განვითარების-გეგმა.pdf15/09/2023 15:09:38 · 0.47 MB
დანართი N2 (ცვლილება)სტრატეგიული-შვიდწლიანი-განვითარების-გეგმა.docx07/07/2025 16:27:05 · 0.24 MB
სტრატეგიული-დაგეგმვის-მეთოდოლოგია.docx07/07/2025 17:19:25 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

სკოლის-შეფასების-ფორმა.pdf16/02/2024 14:54:34 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2023 – 2024 წლების ერთწლიან განვითარების სამოქმედო გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. 2. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და ეყრდნობა სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითად პოსტულატებს. 3. დოკუმენტის მიზანია, გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც სკოლა 2023-2024 წლებში იხელმძღვანელებს. 4. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული სასკოლო საზოგადოების წევრები: სკოლის დირექტორი დირექტორის მოადგილე სამეურვეო საბჭო პედაგოგიური საბჭო საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელები ხარისხის განვითარებისა და მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი საინფორმაციო მენეჯერი მოსწავლეთა თვითმმართველობა 5. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი იყო გამჭვირვალე. პროცესი წარიმართა ზემო აღნიშნული მხარეების ჩართულობით და განხილვაში მონაწილეობით. 6. ვინაიდან სკოლის სამოქმედო განავითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით, გეგმის გადახედვა მოხდება პერიოდულად. 7. სკოლის დირექტორს აქვს უფლება და ვალდებულება, შეაჯეროს ეს დოკუმენტი სამეურეო საბჭოსთან, სასკოლო საზგადოებასთან და შეიტანოს გარკვეული ცვლილებები სკოლის საჭიროებებიდან და მოლოდინებიდან გამომდინარე. აქვე არის ატვირთული 2025-2026 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა პროფესიული სწავლებისათვის

დოკუმენტები

2023-2024-ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა.pdf15/09/2023 15:10:02 · 0.42 MB
2024-2025 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf12/09/2024 14:16:25 · 0.59 MB
2025-2026 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (პროფესიული).docx07/07/2025 16:31:12 · 1.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

სამოქმედო გეგმის შეფასება.pdf16/02/2024 14:55:31 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები20 დამატებითი მასალა

სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზიციის გეგმა; ინდივიდუალური-სასწავლო-გეგმის-შემუშავების-მეთოდოლოგია; ინტერვენციის გეგმა; სსსმ-პირთათვის-საგანმანათლებლო-სერვისების მიწოდების რეგულაციები; პერსონალის ადაპტაციის წესი სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

დოკუმენტები

სკოლის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი.pdf16/02/2024 15:00:14 · 5.54 MB
ტრანზიციის-გეგმა.pdf11/03/2024 12:11:36 · 0.28 MB
სსსმ-პირთათვის-საგანმანათლებლო-სერვისების მიწოდების რეგულაციები.pdf11/03/2024 12:11:36 · 0.23 MB
პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი.pdf11/03/2024 12:11:36 · 0.1 MB
პერსონალის-ადაპტაციის-წესი.pdf11/03/2024 12:11:36 · 0.1 MB
მოსწავლეთა-ინიციატივების-მხარდაჭერის-წესი.pdf11/03/2024 12:11:36 · 0.09 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf11/03/2024 12:11:36 · 0.12 MB
ინტერვენციის-გეგმა.pdf11/03/2024 12:11:37 · 0.13 MB
ინდივიდუალური-სასწავლო-გეგმის-შემუშავების-მეთოდოლოგია.pdf11/03/2024 12:11:37 · 0.82 MB
სასკოლო-სასწავლო-გეგმა-2024-2025.pdf22/11/2024 15:24:19 · 0.81 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები12 დამატებითი მასალა

სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი.

დოკუმენტები

სკოლის შინაგანაწესი.pdf11/03/2024 12:16:41 · 0.51 MB
მოსწავლის-მშობლის-და-მასწავლებლის-ძირითადი-უფლებები.pdf11/03/2024 12:16:41 · 0.31 MB
გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf11/03/2024 12:16:41 · 0.14 MB
ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.pdf11/03/2024 12:16:41 · 0.11 MB
ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი.pdf11/03/2024 12:16:41 · 0.05 MB
სკოლის შინაგანაწესი 2024-2025.pdf12/09/2024 14:33:41 · 0.49 MB
ზსდ-ს შინაგანაწესი.docx07/07/2025 16:35:13 · 0.73 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკელი ხალხის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში MILLENNIUM სკოლას აქვს ინფრასტრუქტურის ოპერირების გეგმა

დოკუმენტები

ინფრასტრუქტურის ოპერირების გეგმა.pdf16/02/2024 14:53:21 · 7.76 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 1 548 960 ლარს. შრომის ანაზღაურება - 1 359 100 ლარი კომუნალური გადასახადები - 55 000 ლარი შენობის ინფრასტრუქტურის განვითარება - 20 500 ლარი სხვა ხარჯები - 112 500 ლარი