რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის №7 საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · ქ. გორი, გორგასალის ქ. №1

რეესტრის კოდი#2356
მოსწავლე1137
მასწავლებელი74
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
რუსუდან ლომიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
06/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
06/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. გორი, გორგასალის ქ. №1

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
125
თავისუფალი ადგილი
25
სსსმ ლიმიტი
13
სსსმ თავისუფალი ადგილი
12
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ-ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლის მისია სკოლის მისიაა აკადემიური ცოდნით აღჭურვილი, ეროვნულ - სახელმწიფოებრივი ღირებულების მქონე, ქვეყნის და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის პატივისმცემელი, მშვიდობიანი, ტოლერანტი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც განვითარებული ექნება მაღალი სამოქალაქო ცნობიერება და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარები. ასევე ხელი შეუწყოს სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიულ განვითარებას; სსიპ - ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლის ხედვა სკოლის მისიაში გაკეთებული განაცხადის რეალიზებისათვის სკოლა უზრუნველყოფს: • ხარისხიან განათლებას; • მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას; • სწავლება - სწავლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას; • მშობლებსა და საზოგადოების ეფექტურ და კონსტრუქციურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში; • სსსმ და შშმ მოსწავლეებისათვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას; • ,, ციფრული მოქალაქეობის“ უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობას; • არაფორმალური განათლების ხელშეწყობას და განვითარებას; • მოსწავლეთა/სტუდენტთა პროფესიული განვითარება; • სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნება მაღალი დონის პროფესიული განათლება და დასაქმების პერსპექტივა. სსიპ - ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლის ღირებულებები სკოლის ღირებულებები (მისიის რეალიზებისთვის საკვანძო მნიშვნელობის ღირებულებები); • გუნდური მუშაობა; • ინოვაციები; • თანასწორუფლებიანობა; • სამართლიანობა; • ადამიანის უფლებების დაცვა; • კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და ტოლერანტობის დამკვიდრება; • ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება; • გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან გამომდინარე მოქმედებს ხუთის სტრუქტურული ერთეული: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და დისციპლინური კომიტეტი.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf20/06/2025 12:29:36 · 7.39 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთ წლიანი ანგარიში 2022-2023.pdf09/10/2023 11:49:51 · 0.12 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024წ.pdf22/09/2023 14:49:33 · 0.27 MB
ერთ წლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025წ..pdf25/09/2024 10:06:52 · 0.51 MB
2025-2026 წლის სამოქმედო გეგმა.pdf23/12/2025 08:55:30 · 1.86 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

2023-2024 სასწ წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში.pdf08/07/2024 11:18:35 · 0.41 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ - ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლა ახორციელებს დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას, საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას. დაწყებითი საფეხურის პროგრამაზე მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ მე-6 მუხლისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ. საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ. საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევის შემდეგ გაიცემა საფეხურის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი იუსტიციის სახლის მიერ. სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნები: ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაცვა, სასკოლო კურიკულუმების შემუშავება და დამტკიცება, მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები, უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, საზიარო სივრცის შექმნა პედაგოგებისათვის, სანიტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა, რესურს ოთახის არსებობა, ცენტრალური გათბობის არსებობა, ცენტრალური წყალმომარაგება, ცენტრალური წყალმომარაგება, ინტერნეტი (WI-FI), კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), სპორტ დარბაზი (როგორც გარე ისე შიდა სპორტული მოედანი), კვების ბლოკი, კეთილმოწყობილი კლასკაბინეტები, მრავალფეროვანი რესურსები(როგორც ელექტრონული ასევე მატერიალური სახით). სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტით მომსახურება, გახანგრძლივებული ჯგუფის შექმნა მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით, კლუბების, წრეების შექმნა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით სკოლა ხელს უწყობს: • როგორც ტიპურ, ისე სსსმ მოსწავლეების ტრანზიციას ბაღიდან სკოლაში. შემუშავებული აქვს შესაბამისი მექანიზმი. • სკოლას შემუშავებული აქვს ახალი მასწავლებლის, დამრიგებლის და სხვა სკოლიდან გადმოსული მოსწავლისთვის ტრანზიციის ხელშემწყობი მექანიზმი. 2. სკოლა სასწავლო წლის დაწყების მომენტიდან ხელს უწყობს მოსწავლეთა ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან, სკოლა უზრუნველყოფილია ასაკის შესაბამის ინვენტარით, სსსმ მოსწავლეთათვის შექმნილია ადაპტირებული ფიზიკური სივრცე (რესურს ოთახი, პანდუსი და საჭიროებიდან გამომდინარე მუდმივად ხდება რესურს ოთახის ახალი რესურსებით შევსება). სკოლას ჰყავს სამი სერთიფიცირებული სპეც მასწავლებელი და ორი ასისტენტი, რომლებიც უზრუნველყოფენ სსსმ მოსწავლის ადაპტირებას სასწავლო გარემოსთან. 3. სკოლაში მოქმედებს დამრიგებლის მიერ მშობელთან და მოსწავლესთან ურთიერთობის პრაქტიკა მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის მიზნით. მშობელსა და მოსწავლეს ინდივიდუალურად მიეწოდება ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევების შესახებ, ეძლევა განმავითარებელი უკუკავშირი. მოსწავლის პირად შედეგებზე წვდომა აქვს მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ელექტრონული ჟურნალის საშუალებით. 4. მოსწავლის შინ და დისტანციური სწავლებაზე გადაყვანის საჭიროების შემთხვევაში სკოლა მოქმედებს ეროვნული სასწავლო გეგმის „39-ე მუხლის“ შესაბამისად. რაც შეეხება ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. სკოლას მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახმარებისთვის სკოლაში მუშაობს სოციალური მუშაკი. სკოლა ასევე სარგებლობს მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგის მომსახურეობით.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; გასაჩივრების წესი;

დოკუმენტები

გასაჩივრების წესი.pdf27/09/2023 12:47:30 · 0.06 MB
ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.pdf27/09/2023 12:47:30 · 0.06 MB
შინაგანაწესი 2025.pdf29/09/2025 12:14:36 · 0.4 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის ინფრასტრუქტურა - საკონფერენციო/სააქტო დარბაზი, ორი სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი, ორი კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, სკოლის ეზო და სხვა ქმნის შესაძლებლობებს, მოსწავლეებმა სკოლის ბაზაზე განახორციელონ სოციალური, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები ერთმანეთთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სკოლაში ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი სასკოლო ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით. ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებას ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების განვითარებას. უზრუნველყოფს სასკოლო კურიკულუმით განსაზღვრული სასწავლო და დამხმარე რესურსების ხელმისაწვდომობას მატერიალური სახით. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილია ინტერნეტით, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოიყენონ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული რესურსები. სკოლის სამომავლო გეგმებში შედის ბიბლიოთეკის გაციფრულება.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 2 161 860 ლარს; შრომის ანაზრაურება შეადგენს - 1 902 204 ლარს; კომუნალური ხარჯი შეადგენს - 59 000 ლარს; შენობის ინფრასტრუქტურის ხარჯი შეადგენს - 59 531 ლარს; სხვა ხარჯი - 10 000 ლარს.