გორი, სოფელი მეღვრეკისი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი მეღვრეკისი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია ჩვენი სკოლა მოსწავლეთა წარმატებული მომავლისთვის უზრუნველყოფს სკოლის ყველა მოსწავლისათვის განათლების ხელმისაწვდომობას უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოში,სწავლა-სწავლების მაღალი სტანდარტებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ჩვენი სკოლა იქნება ერთ-ერთი იმ სკოლათაგანი, სადაც მოსწავლეები უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში სწავლების მაღალი სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური მასწავლებლების დახმარებითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მაღალი ჩართულობით შეიძენენ აუცილებელ ცოდნასა და უნარებს მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა, უპირველეს ყოვლისა საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორიებისა და აზრების დაკავშირება: დეცენტრალიზებული განათლება და რეპრესირებული მწერლების მუზეუმი“. პროგრამის ფარგლებში რეპრესირებული მწერლების მუზეუმში ჩატარდა საჯარო ლექციათა ციკლი „დიდი ტერორი და რეპრესირებული ლიტერატურა 1921-1990 წლებში“ და საგანმანათლებლო ვორქშოპის სერია „მე არ ვწერ ლექსებს“, რომელიც შეიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს. პროექტი განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
წინამდებარე სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
სკოლის შენობა ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, სკოლაში არის ცენტრალური გათბობა, შემოღობილია სკოლის ეზო. საკლასო ოთახები მცირე ზომისაა, სკოლა განიცდის ფართის სიმცირეს და არ აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სააქტო დარბაზი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი. სკოლაში არის სამედიცინო კაბინეტი, კეთილმოუწყობელია გარე სპორტული მოედანი. სკოლა არ არის ადაპტირებული, დამონტაჟებულია სახანძრო სიგნალიზაცია, სკოლის შენობის საევაკუაციო გზებზე დამონტაჟებულია ავარიული განათება და მოწყობილია მიმართულების მაჩვენებელი მანათობელი ნიშნები. უსაფრთხობისთვის სკოლას სჭირდება ვიდეო-სათვალთვალო სისტემის მონტაჟი. სკოლის შენობაში არის კეთილმოწყობილი სველი წერტილები, მათ შორის ადაპტირებული სველი წერტილიც. სკოლის სახურავი დაზიანებულია ლოკალურად,
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 446730 ლარს. შრომის ანაზღაურება- 357847 ლარი. კომუნალური გადასახადები - 22100. სოციალური დახმარება - 5000 ლარი. სხვა ხარჯები - 50783 ლარი.