რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი მეჯვრისხევი ქუჩა 35 N1

რეესტრის კოდი#2342
მოსწავლე365
მასწავლებელი44
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მაია ტოლიაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
11/09/2025
ავტორიზაციის დასრულება
11/09/2034
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

გორი, სოფ. მეჯვრისხევი, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლება ქუჩა 43 უბანი 2

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
10
თავისუფალი ადგილი
8
სსსმ ლიმიტი
1
სსსმ თავისუფალი ადგილი
1

გორი, სოფელი მეჯვრისხევი, ქუჩა 35 N1

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
40
თავისუფალი ადგილი
18
სსსმ ლიმიტი
4
სსსმ თავისუფალი ადგილი
4
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია აღიაროს თითოეული მოსწავლის უნიკალურობა, აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარები და განავითაროს, გააღვივოს მათში შემოქმედებითი აზროვნება და აღზარდოს ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლი ლიდერი. სკოლის ხედვა გახდეს მოთხოვნადი სკოლა, რომლის კურსდამთავრებულებიც აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს, აქვთ მომავალი განვითარების მკაფიო ხედვა, მოტივაცია და მზაობა იმისათვის, რომ იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული შრომის ბაზარზე, მაღალკონკურენტული გლობალური სივრცის განუყოფელი და აქტიური ნაწილი. ღირებულებები • პროფესიონალიზმი • თანამშრომლობა • ტოლერანტობა • ბავშვთა უფლებების დაცვა • ინოვაციურობა და კრიტიკული აზროვნება • ღიაობა • მიმღებლობა • უსაფრთხოება • სამართლიანობა

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.docx17/06/2025 00:50:03 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

შვიდწლიანი გეგმა.docx17/06/2025 19:56:00 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.docx17/06/2025 12:58:13 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ.საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა და საზოგადოების ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. 2024-25 სასწავლო წლიდან, სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შემდეგ დისციპლინებში: ქართული ცეკვის წრე;

დოკუმენტები

ცეკვის წრე.docx17/06/2025 13:33:22 · 0.01 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2024-2025 (1).doc17/06/2025 19:55:06 · 5.16 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოკლე ინფორმაცია მოსწავლის ქცევის კოდექსი განსაზღვრავს იმ წესებსა და ნორმებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა მოსწავლისათვის სასწავლო პროცესისას, სკოლის ტერიტორიაზე და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობისას. მთავარი წესები: მოსწავლე ეუბნება თავაზიანობით მასწავლებლებს, სკოლის პერსონალს და სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს შეურაცხმყოფელი ან ძალადობრივი ქცევისგან. ემორჩილება სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა კანონიერ მითითებებს. სკოლაში გამოცხადდება მოწესრიგებული და შესაბამისი ჩაცმულობით. არ იყენებს მობილურ ტელეფონს სასწავლო პროცესში არასასწავლო მიზნებისთვის. არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. უფრთხილდება სკოლის და სხვის ქონებას, იცავს სისუფთავეს. არ მოაქვს სკოლაში აკრძალული ნივთები, როგორიცაა თამბაქო, იარაღი, ნარკოტიკები, ალკოჰოლი და სხვ. არ ეწევა პოლიტიკურ ან რელიგიურ პროპაგანდას. პატივს სცემს სხვის აზრსა და ინტელექტუალურ საკუთრებას. პასუხისმგებლობა: ქცევის კოდექსის დარღვევა იწვევს შესაბამის დისციპლინურ ღონისძიებებს, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით.

დოკუმენტები

შინაგანაწესი 2024-2025.docx11/04/2025 13:49:50 · 0.08 MB
გასაჩივრების წესი.docx17/06/2025 18:59:54 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები2 დამატებითი მასალა

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების ანალიზი. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ნაშთი საბანკო ანგარიშზე 1-11-2100 _01.01.2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 275701 ლარი. სკოლამ 2024 წელს მიიღო ვაუჩერული დაფინანსება 4-42-0000 ანგარიშზე 1013996 ლარი. სსმპ მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით დაფინანსება 26022 ლარი; წრიდან შემოსავალი-7920 ლარი. საპროცენტო შემოსავალი ანგარიშზე 4-41-1000 8778 ლარი(კომერციულ ბანკში არსებულ ნაშთზე დარიცხული პროცენტები); სულ 2024 წლის შემოსავალმა შეადინა 1056716 ლარი. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ფინანსური ანგარიშგების ფორმის შენიშვნა 20 ში სრულად არის ასახული გაცვლითი ოპერაციებიდან საანგარიშგებო პერიოდის ბრუნვა. სკოლამ იმავე დონის სახელმწიფო ერთეულისგან უსასყიდლოდ მიიღო ძირითადი აქტივი ანგარიშზე 1-22-2210_ 2690112 ლარი.მცირე ფასიანი ინვენტარი ანგარიში 1- 141420_179501 ლარი რომელიც ასახულია შენიშვნა 18-ში 4-32-2300-ში. 2024წელს მივიღეთ მიღება-ჩაბარების აქტებით,სადაც აღნიშნულია,რომ ინფრასტრუქტურის სააგენტომ ჩაატარა გეოლოგ.კვლევა2016 წელს ღირ-ბა 2970 ლარი, 2021 წელს შენობის პროექტირ. ღირ-ბა 4590 ლარი,2022 წელს -17644 ლარი,2023წელს ზედამხ.მომსახ.თანხა-31372 ლარი. სულ თანხამ შეადგინა 56576 ლარი. რომელიც ასახულია2024წლის ფინანსურ ანგარიში რეტროსპექტულად. შენიშვნა 23 სკოლის დარიცხული ხარჯები: ხარჯების უმეტეს ნაწილი მოიცავს სკოლაში შტატით მომუშავეთა შრომის ანაზღაურებას,ანგარიში 5-10-0000 რომელმაც ფაქტიური მდგომარეობით შეადგინა 981010 ლარი. აქედან თანამდებობრივი სარგო 622399 ლარი;დანამატი 339885 ლარი;ჯილდო/პრემია: 18757 ლარი. სკოლამ შეიძინა ძირითადი აქტივი რომელიც ასახულია შენიშვნა 7 ში 1-22-2210 --------- -ლარი. შენიშვნა 24 საქონელისა და მომსახურების ხარჯმა შეადგინა 5-20-0000_ 97112 ლარი. მ.შ : შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურება 5-20-1000_ 44217 ლარი; სამსახურეობრივი მივლინება 5-20-2000_440 ლარი; ოფისის ხარჯი 5-20-3000 _52455 ლარ ი(აქედან კომუნალური ხარჯი 32633 ლარი;მცირეფასიანი ინვენტარი 2943 ლარი; 16879 ლარი სხვადასხვა სახის მომსახურება.) შენიშვნა 26. სხვა გარე ტრანსფერით ხარჯი 5-73-0000 4960 ლარი. შენიშვნა 27.სკოლის მიერ გაწეულმა სოციალურმა ხარჯმა შეადგინა 5-60-0000_ 12893 ლარი. აქედან დამქირავებლის მიერ გადახდილი თანხა საპენსიო ფონდში 1098 ლარი; დამქირავებლის მიერ გაწეულ სოციალური დახმარების ხარჯები 11795 ლარი. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის საანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი არის (ფულადი აქტივი)N1-13-1000_ 223129 ლარი. ძირითადი აქტივები 3490539 ლარი. სულ აქტივებმა და ვალდებულებებმა შეადგინა 3714068 ლარი. ამრიგად ყოველივე ზემოთ აღნიშნული არის სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლის 2024 წლის ფინანსური ანგარიშის ფორმაში მოცემული ინფორმაციის ანალიზი.

დოკუმენტები

2025 წლის სკოლის ბიუჯეტი.pdf17/06/2025 20:07:58 · 0.73 MB
2024 წლის ფინანსური ანგარიში.pdf17/06/2025 20:07:58 · 0.58 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე