გორი, სოფ. კირბალი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 20
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი კირბალი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლას აქვს საკუთარი მისია,რომელიც შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, გამოხატავს სკოლის საერთო პრინციპებს.სწავლა-სწავლების,აღზრდისა და სკოლის დანიშნულების შესახებ.მისიას იზიარებენ სკოლის თანამშრომლები,მოსწავლეები და მშობლები. სკოლა მუდმივად აფასებს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობას.მისი საქმიანობა მიმართულია, საკუთარი მისიის განხორციელებისათვის. სკოლის მისაა-აღზარდოს თავისუფალი,დამოუკიდებელი,მოივირებული,კონკურენტუნარიანი,ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე, ეროვნული ღირებულებების მატარებელი პიროვნება.მისიიდან გამომდინარე სკოლის მიზანია: 1.მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნის ფორმირება. 2.მოზარდთა სულიერი ფორმირება. 3.დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბება. 4.მოსწავლეთათვის წინაპირობის შექმნა რათა მათ სწორად აირჩიონ თავისი მომავალი განვითარების გზა. 5.კვალიფიციური -პროფესიული გარემოს შექმნა. პასუხისმგებლობა სკოლის მისიის განვითარებისათვის გაზიარებული აქვთ სკოლის თანამშრომლებს,მოსწავლეებს მშობლებსა და საზოგადოებას. სკოლის მისიის ძირითადი ამოცანებია : 1.მოზარდის კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისთვის ეფექტური გარემოს შექმნა. 2.მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება,ისეთი ღირებულებების განვითარება,როგორიცაა ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება. 3.მოზარდებში გარემომცველი სამყაროს,ქვეყნის,ოჯახის სიყვარულისა და ერთგულების გრძნობების ჩამოყალიბება. 4.მოსწავლეთა მომზადება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის 5.სკლის საქმიანობა ეყრდნობა დემოკრატიისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ,ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. სკოლის საერთო კულტურა სკოლა, საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას; ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს,სამეურვეო საბჭოს, დისციპლინარულ კომიტეტს და სკოლის თვითმმართველობას. სასკოლო ცხოვრებაში ,პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად აქტიურად ჩართულები არიან მშობლები, მოსწავლეთა თვითმმართველობა , მათი ინიციატივით და თანამონაწილეობით უამრავი ღონისძიება ხორციელდება
ა(ა)იპ კოლეჯი «განთიადი» სკოლაში გახორციელა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების ,,კვლევის, სტუდენტური სერვისებისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის პროექტის ფარგლებში საორიენტაციო კურსი-,,სტილისტის კურსი". ,რომელშიც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ჩვენი სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა
სკოლა აშენდა 1958 წელს ,ერთსართულიანი ,გათვლილია 88 მოსწავლეზე ,სკოლა საკუთარ შენობაშია მას რეაბილიტაცია 2008 წელს ჩაუტარდა სკოლის ფართი 238 კვდრატული მეტრი, მისი ეზო 1800 კვადრატული მეტრი ,ეზოშია განთავსებული ღია სპორტული მოედანი,
2023 წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 102748,52 ლარს. 2023 წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 381070 ლარზე. 2023 წელს (დღემდე არსებული მონაცემებით) ვაუჩერული დაფინანსებიდან სკოლამ მიიღო 138625 ლარი. ეკონომიკური საქმიანობიდან კი მიიღო 7638 ლარი.