რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი კარბი

რეესტრის კოდი#2340
მოსწავლე42
მასწავლებელი19
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო კოლოტაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

გორი, სოფ. კაბზი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
20
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია- შევუქმნათ მოსწავლეებს ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო, დავეხმაროთ მოსწავლეეებს პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებაში, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ, ჰუმანისტური იდების მქონე და მზრუნველ მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა სამყაროს შესაცნობად და უკეთესობისკენ შესაცვლელად.. ხედვა -მუდმივი თვითგანვითარება, სწრაფვა და სკოლის ავტორიტეტის გაზრდა, რეგიონში გამორჩეულ სკოლად ჩამოყალიბება საკუთარი მატერიალური და ადამიანური რესურსის სრულად და ადეკვატურად გამოყენებით. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: პროფესიონალიზმი • ღიაობა და გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • სამართლიანობა და მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • გუნდურობა და თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ეფექტური კომინიკაცია და ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული აქვს თანამდებობრივი სტრუქტურული ერთეულების ინსტრუქციები

დოკუმენტები

თანამდებობრივი-ინსტრუქციები.docx12/03/2025 16:39:27 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის სტრატეგიული გეგმა შედგენილია სასკოლო საზოგადოების მიერ და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

დოკუმენტები

კარბი,7-წლიანი სტრატეგიული გეგმა,2023-2030წ.docx12/04/2024 10:52:34 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის ერთწლიან სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტული მიმართულებებია: უსაფრთხო ფიზიკური და პოზიტიური სასწავლო გარემო, მმართველობითი პროცესები და ორგანიზაციული განვითარება,სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა მხარდაჭერა, სასკოლო საზოგადოების ჩართულობა

დოკუმენტები

კარბი-ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.docx12/04/2024 10:55:46 · 0.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

კარბის საჯარო სკოლას შემიშავებული აქვს 1.მშობელთან ურთიერთობის დებულება (კომუნიკაციის სტრატეგია) 2.ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; 3.მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; 4.ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა 5.საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესი

დოკუმენტები

6.მოსწავლეთა-ინიციატივების-მხარდაჭერის-წესი.docx11/03/2025 23:03:59 · 0.02 MB
ადამიანური რესურსი მართვის პოლიტიკა საჯარო 2023.docx12/03/2025 16:25:15 · 0.06 MB
5.ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.docx12/03/2025 16:25:15 · 0.03 MB
2.მოსწავლის-მშობლის-და-მასწავლებლის-ძირითადი-უფლებები.docx12/03/2025 16:25:15 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

კარბის საჯარო სკოლაში დამტკიცებულია შინაგანაწესი.

დოკუმენტები

შინაგანაწესი, ახალი.docx12/03/2025 15:57:52 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის შენობა დაზიანებულია და ახალი შენობაა საჭირო,ერთსართულიანი შენობა აშენებულია 1967 წელს, სახურავი შეცვლილია 2008 წელს, კარ-ფანჯარა ნაწილობრივ გამოცვლილი, ცენტრალური გათბობაა,სველი წერტილები ახლად აშენებული. შენობის წინა და უკანა ფასადი მნიშვნელოვნად დაზიანებულია,არის სინესტე,რის გამოც იატაკი აყრილია,ხოლო საკლასო ოთახების კედლებიც ინგრევა.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

შემოსავალი 1.ვაუჩერული დაფინანსება--386390.0 ლარი 2.სხვა საბიუჯეტო სემოსავალი-1500.0 ლარი 3.იჯარა----------------------------------430.0 ლარი 4.ბანკის სარგებელი----------------1019.0 ლარი სულ შემოსავალი----389339.0 გასავალი 1.შრომის ანაზღაურება--345986.0 2.შტატგარეშე თანამშრ.ანაზღაურება--14883.0 3.პრემია------------------------------------------7560.0 4.მივლინება------------------------------------400.0 5.კომუნალური:ა)ელ.ენერგია--------839.0 ბ)ბუნებრივი აირი---4412.0 გ) დასუფთავება--79.0 6.საკანცელარიო ნივთები-------2612.0 7.სანიტარულ ჰიგიენური საშუალებები--1085.0 8.სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების ხარჯი-4062.0 სულ ხარჯი----381918.0 ლარი ნაშთი 01.01.2025წ-----20204.0 ლარი