წალკა,ჭელიძის #53
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 40
- თავისუფალი ადგილი
- 26
- სსსმ ლიმიტი
- 4
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
ქვემო ქართლი · წალკა · წალკა, ჭელიძის ქ. №53
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მისიაა სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით აღზარდოს ეროვნული ცნობიერების მქონე, კონკურენტუნარიანი მოქალაქე, რომელიც მზადაა თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევებისათვის. სკოლის ხედვაა შექმნას რეგიონში აღიარებული, კონკურენტუნარიანი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე, სადაც პრიორიტეტული იქნება დემოკრატიულ მონაწილეობასა და ინკლუზიურობაზე დაყრდნობით უწყვეტი, ხარისხიანი განათლების მიღება, უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, არაფორმალური განათლება, პროფესიული უნარების განვითარება, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების როლის გაძლიერება სასწავლო და ადმინისტრირების პროცესში. სკოლა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით, და დაიცავს მთავარ ღირებულებებს: გაზიარებულ ლიდერობას, სამართლიანობას, თანასწორობას, პროფესიონალიზმს, თანამონაწილეობას და პატრიოტიზმს.
სსიპ - ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლის სტრუქტურა. იხილეთ თანდართული ფაილი
სკოლის სტრატეგია მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია: სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დახვეწა და დამტკიცება, ემსახურება სკოლის ფორმალურ კულტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. ძირითადი ორიენტირი მთელი წლის განმავლობაში იქნება იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფა, სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმის განვითარება შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება. ორგანიზაციის ფიზიკური არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძირითადი მიმართულებას წამოადგენს სკოლის ავტორიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფა მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მართვის სისტემურობას და ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას. საქმიანობების მონიტორინგისა და სკოლის თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შუალედული და წლიური თვითშეფასება, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუს-ჯგუფები და დოკუმენტაციის ანალიზი. აღიშნული საქმიანობები ხელს შეუწყობს ობიექტური თვითშეფასების სისტემის დანერგვას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლის, როგორც თვითგანვითარებად ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. ხარისხისმართვის განყოფილების ჩამოყალიბება და ამოქმედება: ხელს შეუწყობს მიზნობრივი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებისა და შესაბამისი მასალების შემუშავებასა და დანერგვას, მასწავლებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული საქმიანობების ორგანიზებას. ეს უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და სკოლის ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას და მის შესაბამისად გამოყენებას. სარეკლამო საქმიანობი სწარმართვის უზრუნველყოფა: სკოლა რეგულარულად წარმართავს სარეკლამო საქმიანობას მოსწავლეების მოსაზიდად და თემში სკოლის პოპულარიზაციისათვის. სარეკლამო კამპანია განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სარეკლამო ბანერები და სხვა. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მოწესრიგება: სასწავლო წლის განმავლობაში შუალედური და წლიური მონიტორინგის/შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად აღიჭურვება სასწავლო ინვენტარითა და საჭირო სასწავლო თვალსაჩინო მასალით, რათა სწავლება/სწავლის პროცესი გახდეს მიზნობრივი და კრეატიული როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისა და წახალისების რეიტინგულ-დაგროვებითი მოდელის დანერგვა, ხელს შეუწყობს მასწავლებლების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და კარიერულ ზრდას. ის სავალდებულო იქნება ყველა მასწავლებლისათვის. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს შიდა პროფესიული გამოცემებით (ჰენდაუთები, გაკვეთილის მოდელები, კურუკულუმები, სასწავლო რესურსები) ბიბლიოთეკის გამდიდრებას, რაც დაეხმარება მოქმედ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო დამწყებ მასწავლებლებს კი – სასწავლო პროცესის ეფექტურად წამართვაში. სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ემსახურება სკოლის პედაგოგების საჭიროებების დადგენასა და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობების შეთავაზებას, კვლევითი საქმიანობების დაგეგმვასა და წარმართვის პროცესში მათ ჩართვას. საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონირება კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტურობის განმსაზღვრელია. სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება: მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზების ხელშეწყობა, რომლის ძირითადი ორიენტირებია: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების კვლევა, ინდივიდუალური განვითარების რუკების შემუშავება, რომლის მიხედვით დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბიბლიოთეკა აღიჭურვება სათანადო ლიტერატურით, ინტერნეტით. მოეწყობა სამკითხველო სივრცე, ჩატარდება კითხვის გაკვეთილები, ლიტერატურული და სხვა წრეები, რაც ხელს შეუწყობ მოზარდებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას, სკოლის პედაგოგებში დაგროვილი მასალის (მეთოდური ლიტერატურა, მოსწავლეთა საკითხავი მასალა, სასწავლო რესურსები და სხვა) საფუძველზე მეთოდური ჰენდაუთების, დაკვირვების ჩანაწერების, პრეზენტაციების, სასწავლო რესურსების კატეგირეზებას, შენახვას და სხვა. მოსწავლეთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე საგნობრივი კურუკულუმებისა და სასწავლო გეგმების დახვეწა გაუმჯობესება: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს საგნის პედაგოგები, კლასის ხელმძღვნელები, ადგენენ მოსწავლეთა მიღწევებსა და საჭიროებებს, აანალიზებენ სკოლის საგნობრივ სასწავლო გეგმებს და გამოკვეთილი კლასის საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეაქვთ ცვლილება დამატებები და აუმჯობესებენ საგნობრივ კურუკულუმებს.
სსიპ - ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას. იხილეთ თანდართული ფაილი
სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლაში მოქმედებს შემდეგი წრეები და კლუბები, სადაც მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ინტელექტ-კლუბი "რა? სად? როდის?" "დებატების კლუბი" სამოქალაქო განათლების კლუბი "აისი" "ჩხირკედელა"
სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლის შინაგანაწესი სსიპ - ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი და სკოლის ჩარჩო რეგულაციის დოკუმენტი მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმების შესახებ სსიპ ქალაქ წალკის №1 საჯარო სკოლას დამტკიცებული აქვს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმი და განსაზღვრული ჰყვას მოსწავლეთა უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი