რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №59 საჯარო სკოლა

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, გლდანულას დასახლება, გლდანის ხევი

რეესტრის კოდი#22
მოსწავლე897
მასწავლებელი56
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მაია ლელაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
18/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
18/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, გლდანულა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
3
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის პოზიტიური, განმავითარებელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. რაც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენთაგანისათვის წარმატების შანსს. შეძლებს გლობალურ სამყაროში სწრაფად ადაპტირებას, ინიციატივის გამოჩენას და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღებას. შესწევს უნარი საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, დაწესებულება ორიენტირებულია შრომის ბაზრის შესაბამისი კადრების მომზადებაზე და უზრუნველყოფს ინკლუზიური, პროფესიული და თანასწორი განათლების გარემოს შექმნას, უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პროფესიული სტუდენტებისთვის. სკოლის ხედვა : სსიპ ქალაქ თბილისის N59 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლა აღზრდის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალ პიროვნებას, რომელსაც მისცემს საფუძვლიან განათლებას და მუდმივად ცვალებად გარემოში ექნება ადაპტაციის უნარი, რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი საზოგადოებაში. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება ხელმძღვანელობს ღირებულებებით:  გუნდურობა  ინოვაციურობა  მშობელთა ჩართულობა  პროფესიული განათლების სტუდენტთა ხელშეწყობა.

სტრუქტურა3 დამატებითი მასალა

სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება დირექციისაგან, ადმინისტრაციისაგან, ტექნიკური პერსონალისაგან, სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოსაგან, ასევე, სკოლაში მოქმედებს საგნობრივი ( ქართული ენისა და ლიტერატურის; მათემატიკის ;საზოგადოებრივი მეცნიერებების; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; დაწყებითი განათლების; უცხოური ენის; სპორტისა და ესთეტიკის) კათედრები, სკოლის დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. მრჩეველთა საბჭო, პროფესიული ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი და ა.შ. საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ჩართულია თითოეული სტრუქტურული ორგანო, რომელთა ერთობლივი მუშაობით, ხდება სასწავლო პროცესზე ზრუნვა და პროცესის წარმართვა. სკოლას აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება, მასწავლებლის კარიერული წინსვლისა და ხარისხის განვითარების ჯგუფის დებულება, კათედრისა და პედაგოგიური საბჭოს დებულება. თითოეული ორგანიზაციული სტრუქტურა ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, „ზოგადი განათლების შესახებ “საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N 448 ბრძანების, N06 ბრძანების, N 167 ბრძანების, ასევე, სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

დოკუმენტები

New Microsoft Word Document (2).pdf19/10/2023 10:21:22 · 0.14 MB
2-87-1.pdf04/07/2025 12:41:06 · 0.35 MB
2-87-1 დანართი 1 სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა.docx04/07/2025 12:41:06 · 0.76 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

დოკუმენტები

შვიდწლიანი გეგმა 2023-2030 წელი.pdf19/10/2023 10:05:05 · 0.28 MB
შვიდწლიანი გეგმა 2023-2030 წელი.pdf02/07/2025 14:35:22 · 0.29 MB
სტრატეგიული გეგმა 7 წლიანი 2026.pdf10/07/2026 08:43:48 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სასწავლო გეგმა 2023-2024 სასწავლო წელი.docx19/10/2023 10:05:16 · 0.05 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 ნიმუში საჯარო.docx01/05/2025 14:20:00 · 0.08 MB
N16 სამეურვეო საბჭოს შემაჯამებელი ოქმი 2025.pdf14/05/2026 07:42:30 · 2 MB
N16 ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის შედეგი.docx14/05/2026 07:42:30 · 0 MB
N2 - სამეურვეო- გეგმა.pdf15/05/2026 05:05:46 · 0 MB
სამეურვეოN2.pdf15/05/2026 07:28:35 · 0 MB
პედსაბჭო N1.pdf15/05/2026 07:28:35 · 2 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 ნიმუში საჯარო.pdf15/05/2026 07:28:35 · 0 MB
სტრატეგიული გეგმა 7 წლიანი ცხრილი.pdf19/06/2026 11:43:27 · 0 MB
7 წლიანი გეგმის შესავალი.pdf19/06/2026 11:43:27 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

2023-2024.doc01/05/2025 14:29:21 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

სკოლა სწავლებას ახორციელებს ქართულ ენაზე; სკოლაში ხორციელდება შემდგი საგანმანათლებლოპროგრამები: 1. დაწყებით საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ( I - VI კლასი ); 2. საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ( VII - X კლასი ); 3. საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ( XI - XII კლასი ); საბაზო საფეხურით ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეზე გაიცემა საბაზო განათლების ატესტატი; საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეზე გაიცემა საშუალო განათლების ატესტატი;

დოკუმენტები

პროექტი ფიანანსური წიგნიერება.pdf27/11/2023 13:58:04 · 0.09 MB
დანართი 3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დებულება.docx10/06/2025 13:20:45 · 0.26 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025.pdf10/06/2025 13:20:46 · 0.22 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

სკოლაში არსებობს გასაჩივრებისა და საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმი. აღნიშნულის განხორციელების დროს სკოლა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება სკოლის შინაგანაწესს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა დისციპლინური გადაცდომების სახეებს. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მასზე რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის დაკისრების წესი/პირობები. ამასთანავე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბერის №167/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“ შესაბამისად, სკოლაში მოქმედებს სკოლის დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დისციპლინური გადაცდომის შემთხვევებს და ახდენს სათანადო რეაგირებას.

დოკუმენტები

შიანაგანაწესი.pdf27/11/2023 12:49:03 · 0.25 MB
N59 შინაგანაწესი.pdf02/07/2025 14:21:18 · 0.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლების ინკლუზიურ გარემოს. კერძოდ, სკოლის მიერ უზრუნველყოფილია მოსწავლე ინდივიდუალური სასწავლო ინვენტარით. თითოეული მოსწავლისათვის გამოყოფილია ინდივიდუალური მერხები და სკამები, უზრუნველყოფილია თითოეული მოსწავლე სასწავლო წიგნებით. სკოლა აღჭურვილია სათანადო ინფრასტრუქტურით, არის კეთილმოწყობილი საპირფარეშოები, ასევე, გვაქვს ადაპტირებული საპირფარეშო .

დოკუმენტები

დანართი N სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.pdf27/11/2023 12:50:11 · 0.25 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

1. სკოლის ფინანსური რესურსი ქმნის საგანმანათლებლო საქმიანობის, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელების საფუძველს. სკოლა იღებს სახელმწიფო დაფინანსებას ვაუჩერის სახით, ამასთანავე, აქვს ეკონომიკური შემოსავლები, რომლებიც გამოიყენება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და მიემართება სკოლის განვითარებისკენ, მათ შორის ინფრასტრუქტურის, მასწავლებელთა პროფესიული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების განვითარებისკენ. სკოლა ყოველწლიურად შეიმუშავებს ბიუჯეტს რომელშიც განისაზღვრება შესასყიდი ნივთების შესახებ ინფორმაცია, ასევე არსებობის შემთხვევაში წახალისებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია. დეტალურად გაწერილი ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება ხდება არაუგვიანეს 31 დეკემბრისა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ. ბიუჯეტის შესაბამისად, სკოლას შემუშავებული აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების გეგმა, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი ყოველი წლის 20 ნოემბრამდე, ასევე, შემუშავებული გვაქვს შესყიდვის განხორციელების წესი, განსაზღვრული გვყავს შესყიდვების კორდინატორი, რომელსაც ევალება შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული მოთხოვნების სწორედ განხორციელება. განსაზღვრულია გეგმის კორექტირებაზე პასუხისმგებელი პირიც, ვინც ახორციელებს საჭიროების შემთხვევაში ცვლილებასა და გეგმის კორექტირებას. ფინანსური რესურსი ქმნის შესაძლებლობას ინფრასტრუქტურა იყოს გამართული, უსაფრთხო, მოწესრიგებული, ხოლო სასწავლო პროცესი შეუფერხებელი.

დოკუმენტები

საშტატო ნუსხა.pdf27/11/2023 14:36:25 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე