თეთრი წყარო, სოფ. ჭივჭავი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი ჭივჭავი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლა ზრუნავს თანამშრომლებისა და მოსწავლეთა კმაყოფილების დონის გაუმჯობესებაზე. ეხმარება თანამშრომლებს კარიერული წინსვლაში. ვცდილობთ შევქმნათ და შევინარჩუნოთ კომფორტული, ჯანსაღი, სტანდარტებთან მიახლოებული გარემო.
სკოლის სტრუქტურა შედგება შემდეგი კომპონეტებისაგან: პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმართველობა.
35. 1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: 36. ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; 37. ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. 38. 2. წინამდებარე შინაგანაწესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური სახდელის 5 დღემდე დათხოვნის დაკისრების გამო, კონკრეტული დისციპლინური გადაცდომა განსახილველად უნდა გადაეცეს დისციპლინურ კომიტეტს 3. წინამდებარე შინაგანაწესის 35-ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ვ“ (5-დან 10 დღემდე ვადით) და ,,თ“ (გარიცხვა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი ფარული კენჭისყრით. შინაგანაწესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი.გ", ,,ი.ზ“, ,,ი.ლ“ და ,,ი.მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის მიერ გამოყენებისა ან/და ამავე პუნქტის „მ“ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევებს განიხილავს დისციპლინური კომიტეტი. 4. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. 5.მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ან/და კანონიერ წარმომადგენელთან ერთად წარდგეს. 6.დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. თუ მხარე უარს ამბობს ახსნა-განმარტების მიცემაზე ან შეუძლებელია მისი ჩამორთმევა, შედგება აქტი, რომელსაც ხელს მოაწერენ დამსწრე პირები. 7. მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ფორმით გაცხადებული უარი მოსწავლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე, არ საჭიროებს წინამდებარე შინაგანაწესის 39-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აქტის შედგენას. 8. საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის, ან ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების უფლება აქვს მასწავლებელს, რომელიც ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს დამრიგებელს ან/და სკოლის დირექტორს/დირექტორის მოადგილეს. მოსწავლე დამრიგებელთან ან მორიგე/თავისუფალ მასწავლებელთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან/დირექტორის მოადგილესთან. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ეცნობება მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტისა და მიზეზების შესახებ.
სკოლაში მოწყობილია სველი წერტილები, გამართულია უსაფრთხოების სისტემა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილია სამედიცინო კაბინეტი, სკოლა არ არის ადაპტირებული და მომდევნო სასწავლო წლიდან ჩასმულია სარემონტო სკოლების სიაში.