თეთრი წყარო, სოფელი შავსაყდარი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი შავსაყდარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სკოლის მისიაა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი. თავისუფალი პიროვნებების სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრის აღზრდა, კულტურული ფასეულობების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს, სკოლის წინაშე საკუთარი მოვალეობებისა და როლის გაცნობიერების ხელშეწყობა. მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება. მისი აუცილებელი ცოდნით აღჭურვა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლა იქნება სწავლების მაღალი დონით გამორჩეული კონკურენტუნარიანი, ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოამზადებს ყველა სფეროში, შრომის ბაზრის გამოწვევების შესაბამის მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსს და რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, შემუშავებულია სპეციალურად ამ მიზნით შემქნილი ჯგუფის მიერ. შეთანხმებულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.
სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემო. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური გარემო, საქმიანობის ცენტრში მოქცეულია მოსწავლე. სკოლა ცდილობს, შექმნას სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის განვითარებისათვის თანაბარი პირობები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური უსაფრთხოებისათვის სკოლაში მუშაობს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, დარაჯი, სკოლაში შესვლისას მოქმედებს "ვიზიტორთა აღრიცხვის ჟურნალი", შემუშავებული გვაქვს მშობლებთან შეთანხმებით გაკვეთლებიდან მოსწავლეთა გაშვების სპეციალური ფორმა. სკოლის მისიით დასახული ამოცანების შესრულებისათვის სკოლა, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე, ატარებს არაერთ ღონისძიებას. სკოლაში ხორციელდება შიდა სასკოლო პროექტები, რომელშიც ფართო სასკოლო საზოგადოება არის ჩართული. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილია ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით „ შავსაყდარის საჯარო სკოლა". ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანად წახალისებულია თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რაზეც მეტყველებს პედაგოგთა როგორც სამუშაო, ასევე არაფორმალური შეხვედრები, ხდება მათი წარმატებების აღიარება - მადლობა, სიგელი, პრემია. სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პროცესში ინფორმირებული და მონაწილე იყოს სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოიხატება სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებში (მასწავლებლებთან, მოსწავლეთა მშობლებთან), სადაც ხორციელდება სხვადასხვა მასშტაბის სასკოლო აქტივობების, ღონისძიებებისა თუ პროცესების დაგეგმვა, დანერგვა. სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლაში ისწავლება ორი უცხო ენა : ინგლისური ენა და რუსული ენა.
სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლის ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ გამოკრულია სკოლის ფოიეში. შინაგანაწესი იხილეთ თანდართული სახით.
სსიპ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარის საჯარო სკოლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.