თეთრი წყარო, სოფ. ღოუბანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი ღოუბანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი, 21 საუკუნის შესაბამისი განათლება, ხელი შეუწყოს მათი სრული პოტენციალის გამოვლენა-განვითარებას.აღზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე,შემოქმედი თაობები,რომლების შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ შეელებათ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით,მოწესრიგებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არაფორმალური განათლების დანერგვა-გაძლიერებით, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მუდმივი ზრუნვით ხელი შეუწყოს შემოქმები. ტოლერანტი, დემოკრატიული თაობების აღზრდას,რომლებიც არა მხოლოდ გამოიყენებენ ტექნოლოგიურ და სხვა ინტელექტუალურ მიღწევებს, არამედ შესძლებენ ახალი ღირებულებების შექმნას. ღირებულებები: • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.