თეთრი წყარო, სოფ. მარაბდა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 12
- თავისუფალი ადგილი
- 0
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
ქვემო ქართლი · თეთრი წყარო · თეთრი წყარო, სოფელი მარაბდა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა მოსწავლეს გამოუმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება დამოუკიდებელად გადაწყვეტილებების მიღებაში, საკუთარი თავის რეალიზებაში. 21-ე საუკუნეში თავის დამკვიდრებაში. სკოლის ხედვა აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებლიანი თაობა, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: 1. გამჭირვალობა. 2. მიუკერძოებლობა. 3. თანამშრომლობა. 4. ობიექტურობა. 5. განვითარება და ინოვაციურობა.
სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის სტრუქტურა.
სსიპ ცხრა ძმა ხერხეუულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, შემუშავებულია სპეციალურად ამ მიზნით შემქნილი ჯგუფის მიერ. შეთანხმებულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.
სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის სკოლაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემო. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური გარემო, საქმიანობის ცენტრში მოქცეულია მოსწავლე. სკოლა ცდილობს, შექმნას სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის განვითარებისათვის თანაბარი პირობები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური უსაფრთხოებისათვის სკოლაში მუშაობს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, დარაჯი, მორიგე მასწავლებლები. სკოლაში შესვლისას მოქმედებს "ვიზიტორთა აღრიცხვის ჟურნალი". სკოლის მისიით დასახული ამოცანების შესრულებისათვის სკოლა, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე, ატარებს არაერთ ღონისძიებას. სკოლაში ხორციელდება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებები, შიდა სასკოლო პროექტები, გასვლითი გაკვეთილები, სპორტული შეჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები და სხვა. შექმნილია ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით „ მარაბდის საჯარო სკოლა", სადაც ხდება ყველა განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის განთავსება. სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პროცესში ჩართული იყოს სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოიხატება სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებში (მასწავლებლებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, მოსწავლეთა მშობლებთან), სადაც ხორციელდება სხვადასხვა მასშტაბის სასკოლო აქტივობების, ღონისძიებებისა თუ პროცესების დაგეგმვა, დანერგვა.
სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ გამოკრულია სკოლის ფოიეში. შინაგანაწესი იხილეთ თანდართული სახით.
სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2011 წელს. 2022 წელს შეიცვალა ცენტრალური გათბობის მთლიანი სისტემა. სკოლა აღჭურვილია სათანადო ინვენტარით.
სსიპ ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.